ლადურე – სიტკბოს მწარმოებლები, ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული საკონდიტრო სახლია, რომელიც 1862 წლიდან უგემრიელეს ტკბილეულობებს ამზადებს.

მათი სავიზიტო ბარათია ნუშის მრგვალი ნამცხვარი-მაკარონი. იგი საკონდიტრო სახლის “ლადურეს” შედევრია.

საკონდიტრო სახლი ლადურე და მისი მშვენება

ჩემთვის ლადურე მხოლოდ გემოსთან კი არა,  ფუფუნებასთან და სილამაზესთანაც ასოცირდება.

ერთი ცალი მაკარონი, საშუალოდ 3 ევრო ღირს და ლადურეს მაღაზიებთან ყოველთვის უზარმაზარი რიგებია, განსაკუთრებით დღესასწაულებზე.

ლადურეს მაკარონები, ცნობილი ამერიკული სატელევიზიო სერიების “Gossip Girl”-ის გმირის Blair Waldorf-ის საყვარელი ნამცხვარია (ეს არცაა გასაკვირი).

ლადურეს საკონდიტრო სახლში მხოლოდ გემრიელობები კი არა, სილამაზის და თავის მოვლის საშუალებებიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.

ჩემი აზრით ძალიან კარგი საჩუქარია რეცეპტების წიგნი, რომელიც არა მხოლოდ მაკარონების, არამედ ნამცხვრების და ტარტების რეცეპტებსაც შეიცავს.

თვითონ მაკარონების მომზადება დიდ სიზუსტესა და სირთულესთანაა დაკავშირებული, პირველი ცდა მათი გამოცხობისა ჩემთვის – კრახით დამთავრდა (ნუ ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ულამაზო :) ), ახლა მეორედ უნდა ვცადო. :)

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ლადურეს სახლზე, შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს laduree.fr