რიო დე ჟანეიროში ყოველ წელს მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საკვირველი კარნავალი ტარდება. 7 დღის მანძილზე რიოს ქუჩებში “ხორცის ზეიმია”. კარნავალი ქრისტიანისთვის ბოლო საზეიმო შესაძლებლობაა 6 კვირიანი მარხვის დასრულებამდე.

კარნავლის იდეა ბრაზილიაში პორტუგალიიდან წამოვიდა, სადაც მე-19 საუკუნეში ბალ-მასკარადები მხოლოდ ელიტარული წრეებისთვის იმართებოდა და სხვადასხვა ალეგორიულ თემას ეძღვნებოდა.

ყოველწლიურად თითოეული სამბას სკოლა ირჩევს თემას, რომლის ირგვლივაც მზადდება ცეკვები, კოსტუმები და საცეკვაო პლატფორმა. მოცეკვავეებად ირჩევენ ყველაზე ლამაზ გოგონებს, რათა მათ თავისი სკოლის კარგად წარმოჩენა შეძლონ. ეს გოგონები უმეტესად სილამაზის კონკურსის გამარჯვებულები ან მონაწილეები არიან.

მუსიკა, რომელიც კარნავალზე ჟღერს, მე-20 საუკუეში არის შექმნილი ისეთი კომპოზიტორების მიერ, როგორიც არის ჩიკინია გონზაგა და სხვები.

კარნავალის დასაწყისში ირჩევენ მეფეს, რომელიც ერთადერთ ბრძანებას გასცემს: “ყველამ იმხიარულოს!” მეფის არჩევისას შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობენ: ის ჭარბწონიანი უნდა იყოს, არა ნაკლებ 120 კილო, და სამბას კარგად უნდა ცეკვავდეს. მეფეს თავისი დედოფალი და პრინცესები ყავს. რიოს მერი კარნავალის მეფეს გადასცემს ვერცხლის ან ოქროს ქალაქის გასაღებს, როგორც მისი ძალაუფლების სიმბოლოს.

წელს კარნავალი 17-დან 22 თებერვლის ჩათვლით ტარდება. მოდი, რიოს წლევანდელ “ხორცის ზეიმს” თვალი ერთად შევავლოთ…

rio carnaval 2012
ეს მეფე მომო და მისი დედოფალი

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012

rio carnaval 2012