ალბათ ყველას გიყიდიათ ონლაინ მაღაზიაში რამე. ჰოდა, თუ ონლაინ შოპინგის მოყვარული ხართ, ისიც გეცოდინებათ, ხანდახან მაღაზიები სხვადასხვა აქციებსა თუ ფასდაკლებებს რომ აწყობენ.

თუმცა ყველა მაღაზიის პრომო–აქციებისთვის თვალყურის დევნება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც გამოიგონეს მშვენიერი საიტი ფასდაკლებების, კუპონებისა და ვაუჩერების თავის მოსაყრელად.

RetailMeNot.com

RETAIL ME NOT-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ ის ონლაინ მაღაზია, სადაც აპირებთ რაიმეს შეძენას ახლო მომავალში და ამოიყრება ყველა ფასდაკლების კოდი, რაც კი ამჟამად მოქმედებს ამ საიტზე.

ამ საიტზე შეგიძლიათ დარეგისტრირება ან სულაც ახალი კუპონების იმეილზე გამოწერა!

სასურველი მაღაზიის ძიება ხდება მარტივად, მარჯვენა ზედა მხარეს განლაგებული საძიებო ველის მეშვეობით. აქ უბრალოდ ჩაწერეთ მაღაზიის საიტის მისამართი:

სასურველი მაღაზიის სახელზე დაწკაპუნებით, გადახვალთ რეზულტატების გვერდზე, რომელიც ასე გამოიყურება:

(A) ინფორმაცია ონლაინ მაღაზიის შესახებ და ბმული

(B) საშუალოდ რამდენი დოლარია ამ მაღაზიაში ფასდაკლება

(C) რჩეული კუპონები, სავარაუდოდ თავად მაღაზიის მიერ წარდგენილი

(D) მომხმარებლების მიერ წარდგენილი აქტიური კუპონები. მარცხენა მხარეს წერია, მომხმარებლების რამდენმა პროცენტმა შეძლო ფასდაკლების მიღება. მარჯვენა მხარეს ორი ღილაკია, სადაც უნდა მონიშნოთ იმუშავა თუ არა ამ კოდმა თქვენს შემთხვევაში. ასევე თითოეული კუპონისთვის შეგიძლიათ კომენტარის დატოვება, ან სხვების კომენტარების წაკითხვა.

(E) აქვე კუპონებთან ერთად შეხვდებით რჩევებს ამ მაღაზიაში შოპინგის შესახებ.

წარმატებულ ონლაინ შოპინგს გისურვებთ!

სარგებლობთ თუ არა ონლაინ მაღაზიებით?

View Results

Loading ... Loading ...