მოგეხსენებათ რომ ახლოვდება 31ოქტომბერი ამ დღეს ამერიკაში და არა მარტო, აღნიშნავან ჰელოუინის დღესაასწაულს. ის საქართველოშიც თანდათან პოპულარული ხდება და იკიდებს ფეხს.

ჰელოუინის აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

ჰელოუინის გოგრები მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა დაცვის სიმბოლოდ. ერთად შეგროვილი ბოროტი სახის ფორმის გამოკვეთილი გოგრები იდებოდა ფანჯრებზე, სიმბოლურად გოგრას უნდა დაეცვა ბოროტი ძალებისგან და დაეფრთხო ისინი. ამ ღამით, როცა საზღვარი ძალიან ახლოს არის ორ სამყაროს შორის, ყველა იკირიბება სიმბოლურად უნდა ატარო საშიში კოსტუმი, რომ აარიდოს თავი ბოროტის ძალის თავდასხმას.

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო იდეას თუ როგორ გააფორმოთ ამ დღისთვის გოგრები. შეგიძლიათ გამოჭრათ და გაანათოთ ან მოხატოთ, სულაც მორთოთ და მოკაზმოთ.

თავად გამოჭრის პროცესის და ტექნიკის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი რედაქტორის პოსტი პირადი ბლოგიდან: გოგრის ჭრა: მეთოდები