Home დასვენება

ორსულობის პერიოდი და შვილის დაბადების მოლოდინი, მომავალი მშობლებისთვის ისეთ ემოციებთანაა დაკავშირებული, რომლის სხვებისთვის გაზიარების სურვილიც მათ ხშირად უჩნდებათ. ამას ხან ახლობლების მცირე წრეში გამოხატავენ, ხან სოციალური ქსელში. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც შვილის მოლოდინი შემოქმედებითი საქმიანობის წყარო ხდება.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საყვარელ, ხალისიან და ლამაზ ფოტოისტორიას, თუ როგორ ელოდებიან მშობლები შვილების დაბადებას.

კანადელმა ფოტოგრაფმა პატრის ლაროშმა (Patrice Laroche) და მისმა მეუღლე სანდრამ მოიფიქრეს ალტერნატიული ისტორია, იმის შესახებ თუ როგორ მოევლინა მათი შვილი სამყაროს.

ენტონი სტიუარტმა (Anthony Stuart) გადაწყვიტა შვილისთვის ეჩვენებინა იმაზე კარგი ფოკუსი, ვიდრე შლიაპიდან ბაჭიის ამოძვრენაა. ამას ხომ ყველა ილუზიონისტი ახერხებს. ენტონი ტრიუკი კი ბევრად საინტერესო და ორიგინალურია.

სოფი სტარზენსკი (Sophie Starzenski) ფოტოგრაფია, რომელიც ბუენოს – აირესში ცხოვრობს. მან ორსულობის პერიოდიდან დაიწყო ფოტოპროექტის განხორცილება, რომელსაც უწოდა “პროექტი პიოკო” (Proyecto Pyokko). პიოკო მისი ვაჟის სახელია. სოფიმ სულ 10 ფოტო გადაიღო. ბოლო მათგანში ის თავისი 3 თვის ვაჟთან ერთადაა გამოსახული.

3 + 1 = 5? ასეც ხდება ხოლმე.

ვიღაცისთვის კი “პრობლემა”  მალე სამი გახდება.

ეს კი მოგზაური წყვილის ფოტოისტორიაა, სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული. ისინი იღებდნენ ხედს, რაც დაწოლილ მდგომარეობაში მოჩანდა. თავიდან ორნი, ბოლოს კი უკვე სამნი.

1800505-R3L8T8D-650-111

მუცლის გაზრდის მიზეზი შეიძლება იყოს ლუდიც…

უგონოდ მყოფი მომავალი მამა.

ნამდვილი ფოტოგრაფების ოჯახი. ყველა წევრს აქვს საკუთარი ფოტოაპარატი, ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფ ბავშვსაც კი.

ისინი კი მალე სამნი იქნებიან…

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?