შოკოლადის უამრავი გემო, ტიპი და ბრენდი არსებობს. თქვენ ალბათ მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევთ ამ უგემრიელეს პროდუქტს, მაგრამ სავარაუდოდ არც კი იცით შოკოლადის იმ ბრენდების შესახებ, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია და მათი ყიდვა და ხშირად მირთმევა მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ.

La Madeline au Truffe

მწარმოებელი : Chocopolagie, by Knipschildt

ღირებულება: 450 გრამში 32600$, ერთი ტრიუფელი 250$

წარმოების ადგილი: ნორფოლკი, კონექტიკუტის შტატი. აშშ

ვებ-საიტი: knipschildt.net/la-madeline-au-truffe.html

La Madeline au Truffe , მსოფლიოში  ყველაზე   ძვირფასი ხელნაკეთი შოკოლადის ტრიუფელები 1999 წელს შეიქმნა.

ტრიუფელის სოკოს (იშვიათი ჯიშის ფრანგული სოკო, Perigord truffle) ფარავენ 70%-იანი შოკოლადის, შაქრის, ტრიუფელის ზეთის, ვანილის და ნაღების ნარევით, შემდეგ ავლებენ შავ შოკოლადში და კაკაოს პუდრს აყრიან. ტრიუფელის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მხოლოდ  7 დღეა, და იმისთვის, რომ ეს შოკოლადი გასინჯოთ, წინასწარ უნდა შეუკვეთოთ, იმიტომ რომ ტრიუფელის სოკოები საფრანგეთიდან იგზავნება.

Noka Vintages Collection

მწარმოებელი: Noka Chocolate

ღირებულება: 450 გრამი $ 850

წარმოების ადგილი: დალასი, ტექსასის შტატი. აშშ

ვებ-საიტი: nokachocolate.com

ამ შოკოლადის მოსამზადებლად მხოლოდ ვენესუელაში, ტრინიდადსა და ეკვადორში სპეციალურ პლანტაციებში მოყვანილ შოკოლადის მარცვლებს იყენებენ. “The Vintages Collection”-iს დასამზადებლად  გამოიყენება 75%  კაკაო, რომელსაც კაკაოს ცხიმი და შაქარიც ემატება. ამ შოკოლადის უნიკალურობა იმაშია, რომ მომზადების პროცესში არც ემულგატორებს და  არც ვანილს არ იყენებენ.

ეს 48-კანფეტიანი სასაჩუქრე ყუთი 109$ ღირს, ყუთში როგორც წესი შოკოლადებთან ერთად მათი დაგემოვნების ინსტრუქციაც დევს.

“Celebration”

მწარმოებელი: Delafee

ღირებულება:450 გრამი $508

წარმოების ადგილი: ნოშატელი, შვეიცარია

ვებ-საიტი: www.delafee.com

შოკოლადი მათთვის, ვისაც უყვარს ოქრო, ბრწყინვალება და გლამური. სასაჩუქრე, ხელნაკეთი შოკოლადი, რომელიც ზემოდან საკვებად გამოსადეგი  24 კარატიანი ოქროს ფხვნილითაა დაფარული. კი, ნამდვილი ოქროს ფხვნილით, თან ალერგიასაც რომ არ იწვევს, ისეთით. ოქროს და შოკოლადის ფხვნილის გარდა, Delafee -ს შოკოლადის პროდუქცია შაქარს, ქოქოსის ზეთს, შოკოლადის ცხიმს, რძის ფხვნილს და ვანილს შეიცავს.   თუ ოქრო მაინცადამაინც არ გიყვართ, ასორტიმენტში ვერცხლით დაფარული შოკოლადებიც მოიძებნება.

სასაჩუქრე ნაკრები “Celebration” 133$ ღირს.  ტკბილი და თან გლამურული საჩუქარია, თუმცა ცოოტა ძვირი.

RICHART CHOCOMAC

მწარმოებელი: RICHART Chocolates

ღირებულება: 450 გრამი $120

წარმოების ადგილი: ლიონი, საფრანგეთი

ვებ-საიტი: www.richart-chocolates.com

ამ მწარმოებელის  შოკოლადი  ყველაზე საუკეთესო ხარისხის ვენესუელური ე.წ. Criollo შოკოლადის მარცვლებისგან მიღებული ფხვნილით  მზადდება და შოკოლადის შემცველობა 70% აქვს. ზოგიერთ შოკოლადის კანფეტს ნუშს, მარწყვს და სხვა ეგზოტიკურ ხილს და სანელებლებს უმატებენ.

სასაჩუქრე ნაკრები RICHART CHOCOMAC რომელიც 25 სხვადასხვა დანამატიანი შოკოლადის კანფეტის და 72 ცალი სუფთა შავი შოკოლადის მინიფილისგან შედგება, სულ რაღაც 134$ ღირს

Godiva “G” Collection

მწარმოებელი:GODIVA

ღირებულება: 450 გრ 120$
წარმოების ადგილი: ნიუ იორკი, აშშ

ვებ-საიტი: www.godiva.com

ცნობილი ბელგიური შოკოლადის მწარმოებლის  კოლექცია, რომელიც სხვადასხვა არომატის და შემადგენლობის შოკოლადის ტრიუფელები შედის საინტერესო დასახელებებით, მაგალითად Palet d’Or, ტასმანიური თაფლი და მექსიკური ცხელი შოკოლადი. ინგრედიენტების შემადგენლობაც განსხვავებულია და ყველ დასახელებისთვის სხვადასხვაა, საიტზე შეგიძლიათ სათითაო კანფეტის შემადგენლობა ნახოთ და მოძებნოთ, რომელ ნაკრებში შედის.

Assorted holiday Truffle Gift Box,  36 შოკოლადის ტრიუფელისგან შედგება,  მათ შორის კაპუჩინოს, ფრანგული ვანილის, ნუშის, რძიანი შოკოლადის და ა.შ. სულ რაღაც  65$ ღირს.