აი უკვე დადგა თოვლის, ბუხრისა და ზოგადად ზამთრის რომანტიკის ჟამიც.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ერთ უმშვენიერეს ადგილს, სადაც ზამთრის შვებულებისა თუ არდადეგების გატარება საუკეთესო იდეაა მეწყვილესთან ერთად.

აბასთუმანი

აბასთუმანი

აბასთუმანი თბილისიდან 220 კილომეტრში მდბარეობს და სამთობალნეოლოგიურ კურორტად ითვლება, თუმცა იქ სხვადსხვა გამაჯანსაღებელი აბაზანების გარდა მრავალი  ღირშესანიშნაობა და ჯამრთელობისათვის სასრგებლო რამეებია.

წიწვოვანი ტყის ჰაერი საუკეთესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის,თანაც ტყეში ულამაზესი სანახაობა იშლება ზამთრის პერიოდში.

აბასთუმანში სეზონი აპრილში იწყება და ოქტომბრის ბოლოსათვის სრულდება, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ იქ  თოვლიანი პერიოდის გატარებაც არანაკლებ სასიამოვნო და საინტერესოა.

რა ჯობია ძვირფას ადამიანთან ერთად წიწვოვან, თოვლით დაფარულ ტყეში სეირნობასა და ულამაზესი ხედებით ტკბობას? ამასთანავე  ობსერვატორიის მონახულებას და სრულად ახალი სამყაროს გაცნობას?

ზომიერად მშრალი ჰავა იძლევა  სხვადასხვა საფეხმავლო თუ ავტოტურების ჩატარების საშუალებას, ნებისმიერ სეზონზე.

აბასთუმანში ღამის გათევისათვის არჩევანის გაკეთება სასტუმრო ”აბასთუმანსა”და სანატორიუმ ”აღობილს”  შორის მოგიწევთ, თუმცა საოჯახო სასტუმროები   ”კაპა” და  ”ოჯახური”  არანაკლებ სერვისსა და კომფორტს

სასტუმრო კაპა

გპირდებათ.

აბასთუმანში ბუნებით ტკბობისა და ძვირფას ადამიანთან მშვიდი სეირნობის გარდა შეგიძლიათ აბასთუმნის ტურისტული ასოციაციის მიერ შემოთავაზებული ტურებიც სცადოთ. ჩამონათვალი შთამბეჭდავია:

  1. თამარის ხიდი -აბაზანების შენობა-მცირე ზარზმა-სიმონსონის წყარო-
    გიორგი რომანოვის ზამთრის და ზაფხულის სასახლე-გლაზენაპის კოშკი;
  2. კურორტი აბასთუმანი-ობსერვატორია-“მელოტი მთა”-თამარის ციხე-კურორტი აბასთუმანი;
  3. კურორტი აბასთუმანი-ზეკარი-ხიბლის კარიბჭე (ოცხეს და ბარათხევის შესართავი)-საკალმახე-ზეკარის უღელტეხილი;
  4. აბასთუმანი-ობსერვატორია-“კლდეები”-ალპური ზონა-მამლის მთა (ტრაპეცია 2300 მ)-აბასთუმანი;
  5. ექსკურსია ობსერვატორიაში;
  6. აბასთუმანი-კურცხანას ხეობა-ალპური ზონა-ოცხეს ხეობა-აბასთუმანი.

ფასები კი ძალიან მისაღები.

ამასთანავე თუ თქვენ ექსტრემალების წყვილი ხართ , ამავე ასოციაციისდახმარებით შეგიძლებთ აღიჭურვოთ სხვადასხვა სალაშქრო ატრიბუტიკით და ისე მოიაროთ დაბა ადიგენი, მესხეთის ქედი ,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი შესასვლელი და საგუშაგო. ასევე ზეკარის

ობსერვატორია

უღელტეხილიც, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული.

მიუხედავად ზამთრის სეზონისა აბასთუმნის ჰავა და ბუნება სასიამოვნო და ძალიან კომფორტულ დასვენებას გპირდებათ,მოემზადეთ ზამთრის დაუვიწყარი თავგადსავლისათვის.

არ დაგავიწყდეთ ზამთრის თბილი ტანსაცმელი , ფოტოაპარატი და რა თქმა უნდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი (სიცივეში ხედებით ტკბობისას, მხოლოდ ჩახუტება თუ გაგათბობთ), სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.