ბოლო დროს ქართულ ინტერნეტში ძალზედ მომრავლდა ჯგუფური ფასდაკლების სერვისები. მათ მიერ შემოთავაზებული 40-დან 90%-მდე ფასდაკლებები ხანდახან შოკში გვაგდებს და ჩვენც მაშინვე პლასტიკურ ბარათებისკენ გაგვირბის ხელები.

ჯგუფური ფასდაკლებები ისეთი ფასდაკლებებია, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ერთი პირობით – უნდა შეგროვდეს გარკვეული რაოდენობის მყიდველი, რომელიც თანხმობას განაცხადებს პროდუქტის მოცემულ ფასად შეძენაზე.

ხშირად ასეთი ფასდაკლებები დროში და რაოდენობაში შეზღუდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი შენ რომელიმე ვებგვერდზე სასურველ შემოთავაზებას წააწყდი, ჯობს მაშინვე შეიძინო. ხანდახან შემოთავაზების ამოწურვა დადებიდან რამდენიმე საათში ხდება ხოლმე.

მიუხედავად იმისა რომ ასეთი ტიპის ქართული სერვისები სოკოსავით მრავლდებიან, Google-ში სიტყვა “ფასდაკლებები”-ს ჩაწერისას მხოლოდ ერთი მათგანი ვარდება რეზულტატებში. ამის გამო სარფიანი გარიგების მაძიებელმა შეიძლება ვერც მიაგნოს ჯგუფური ფასდაკლების სერვისებს და გადავწყვიტეთ ამ პოსტში ყველა მათგანი განგვეხილა.

SWOOP.ge

ქართული ჯგუფური ფასდაკლებების პიონერი SWOOP-ია. აქ შეგიძლია მეგობრების მოწვევით ფულიც დააგროვო.

გადახდის მეთოდი: ვირტუალური ანგარიშიდან, რომლის შევსებაც ნოვას აპარატებით ან VISA/MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.

GOSALE.ge

გადახდის მეთოდები: Visa, Mastercard.

 

VOVOVO.ge

გადახდის მეთოდები: ვირტუალური ანგარიშიდან, რომლის შევსებაც ნოვას, OSMP-ს, TBCPAY-ს, IPAY-ს აპარატებით, SMARTIVI-ს ანგარიშიდან, ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებიდა ან VISA/MasterCard/AMEX ბარათით არის შესაძლებელი.

TBILISISALE.ge

ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტი შეთავაზება ამ საიტზე დევს.

გადახდის მეთოდები: ვირტუალური ანგარიშიდან, რომლის შევსებაც OSMP-ს აპარატებით ან VISA/MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.

IDEALS.ge

სწრაფი გადახდების სისტემის, iPay-ს პროექტი. საქართველოს ბანკის და AMEX ბარათებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები არსებობს.

გადახდის მეთოდები: ნებისმიერი პლასტიკური ბარათი, მათ შორის American Express.

GROUPI.ge

ეს სერვისი შედარებით ახალი წამოწყებაა.

გადახდის მეთოდები: ვირტუალური ანგარიშიდან, რომლის შევსებაც ნოვას, OSMP-ს, TBCPAY-ს ან VISA/MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.

HOTSALE.ge

ეს სწორედ ის ვებგვერდია, რომელიც Google-ის მეშვეობით ვიპოვე.

გადახდის მეთოდები: VISA/MasterCard პლასტიკური ბარათი.

 

რომელია თქვენი ფავორიტი ჯგუფური ფასდაკლების სერვისი?

View Results

Loading ... Loading ...