საჩუქრების მიღება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ხოლო ამას ისეთი კარგი მიზეზიც თუ აქვს როგორიც ახალი წელია  – ამას არაფერი სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხშირად ამბობდნენ ფრაზებს: ”არ არის საჭირო”, ”ნუ იწვალებ ტყუილად” და სხვა მსგავს რაღაცეებს, მათ ისევე სიამოვნებთ საჩუქრები, როგორც ქალებს.

საჩუქარი

მამაკაცებისთვის საჩუქრის შერჩევაში ჰობი და ინტერესები დაგვეხმერება, იქნება ეს – ნადირობა, თევზაობა, ფეხბურთი (ან სხვა რაიმე სპორტი), ავტომობილი ან სულაც სიგარეტის მოწევა (თუმცა ეს უკანასკნელი სამწუხაროა, რომ ამ სიაში ხვდება).

ასეთი კატეგორიის საჩუქრის შერჩევაში მთავარია მასშტაბური აზროვნება და არა კონკრეტული დეტალები , იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ძალიან სპეციფიურ ატრიბუტიკაზე ან ნივთზე ვერ ”გაარტყათ” მისთვის სასურველი ბრენდი.

  • თევზაობა/ ნადირობა/ლაშქრობა – შესაძლოა აჩუქოთ ძნელად მსხვრევადი თერმოსი, გასაშლელი მსუბუქი სკამი ან სულაც თერმო ტანსაცმელი.
  • ფეხბურთი/რაგბი/ჰოკეი – შესაძლოა აჩუქოთ სხვდასხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა ან ფეხბურთის/რაგბის ბურთი (ის ყოველთვის შესძლებს მეგობრებთან ერთად მის გამოყენებას), დიდი კათხა ლუდისთვის(მატჩების ყურებისას პირის გასველება აუცილებელია).
  • ავტომობილი – აჩუქეთ ნავიგატორი, ანტირადარი,  სპეციალური საწმენდი მინებისათვის (ცივ სეზონზე) ან სულაც საავარიო ნაკრები (საბუქსირე ტროსი,საავარიო ნიშანი, აფთიაქი,ცეცხლმაქრი)
  • მოწევა – მართალია ცუდია ჯამრთელობისთვის მაგრამ თუ ის უკვე აქტიური მწეველია შეარჩიეთ სპილოს ძვლის მუნდშტუკი, პროტსიგარი ან ჩიბუხი, შეგიძლიათ სხვადასხვა ძვირფასი თუთუნების ნაკრებიც აჩუქოთ შესახვევ ქაღალდთან ერთად.
  • მუსიკა – კარგი ყურსასმენები, ძველი ფირფიტები, მისი საყვარელი შემსრულებლის Merchandise, პოსტერი ან მსგავსი.

არსებობს კიდევ სხვა ვარიანტები, როგორიცაა – სუნამო და პირადი ჰიგიენის ნივთები, თუმცა შესაძლოა ეს არ არის კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ სურნელი შეიძლება მას არ მოეწონოს, ხოლო პირადი ჰიგიენის ნივთებს ერთი კონკრეტული ბრენდისას სწყალობდეს მხოლოდ.

ასევე ფრთხილად იყავით  საჩუქრად ტანსაცმლის შერჩევისასაც. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ საჩუქარი ზუსტად ჯდება მის გემოვნებაში და იგი ამ სტილის ტანსაცმელს იცვამს.

საჩუქრის ვარიანტები

ნურასოდეს აჩუქებთ კაცს თეთრეულსა და წინდებს – ისინი ასეთი რაღაცების ყიდვას თვითონაც კარგად ახერხებენ.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ უსარგებლო საჩუქარი ყველაზე ცუდია რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, ამიტომ სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და სუვენირები დასაწყისშივე ამოიგდეთ თავიდან, კაცებისათვის მათ არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ.

მთავარია კარგად იცნობდეთ ადამიანს, რომელსაც გინდათ საჩუქარი გაუკეთოთ. გაიხსენეთ მისი ჰობი ან ინტერესები, დააკვირდით რაზე საუბრობს ყველაზე მეტს და შესაბამისად აარჩიეთ საჩუქარი.

ბედნიერ შობა – ახალ წელს გისურვებთ!