Home დასვენება

ყველას გვყავს ადამიანი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ჩვენგან ყურადღებასა და საჩუქრებს. 3 მარტი ისე მოგადგა კარს, რომ საჩუქრის შეძენა ვერ მოახერხე? ჩვენი რჩევები აუცილებლად დაგეხმარება!

ყვავილები და ტკბილეული

საჩუქრების ჟანრის კლასიკა სწორედაც რომ ლამაზი ყვავილების თაიგული და ტკბილეულია. ვარდის კოკრებიდან დაწყებული იის პატარა კონებით დამთავრებული  ყვავილები და უგემრიელესი ტკბილეული მართლაც რომ შესანიშნავი საჩუქარი იქნება, თანაც ხვალ მათი პოვნა ნამდვილად არსად გაგიჭირდება.

გააკეთე შენი ხელით!

დედაჩემის მაგალითზე დიდი ხნის წინ დავრწმუნდი, რომ შენი ხელით გაკეთებული საჩუქარი დედას ყველაზე მეტად ახარებს. შეგიძლია რამდენიმე ვარიანტი სცადო:

ფოტო ქილაში ვინტაჟის სტილში

ამ საჩუქრის გაკეთება ძალიან ადვილია: დაგჭირდება მხოლოდ შავ-თეთრი ფოტო, ქილა და მცენარეული ზეთი. შეგიძლია მეტი ეფექტისთვის გამხმარი ყვავილებიც ჩაამატო. შედეგი ნამდვილად მშვენიერი და ორიგინალურია:

ფოტო ქილაში

მისალოცი ბარათები

ლამაზი მისალოცი ბარათის პოვნაც არაა ძნელი საქმე, სადაც დედას საუკეთესო სურვილებს ჩაუწერ. თუმცა ბარათი შენი ხელითაც შეგიძლია გააკეთო. დამიჯერე, ასე დედას უფრო გაახარებ. აი, რამდენიმე ვარიანტი:

კექსი

Bake With Love! დედას იმაზე მეტად არაფერი ახარებს, ვიდრე საკუთარი შვილის შემოქმედებისთვის თვალის შევლება და, მით უმეტეს გასინჯვა. ასე რომ, ნუ დაიზარებ და მოუმზადე საყვარელ დედას რამე. მე ამ კექსის რეცეპტს გირჩევდი.

ვახშამი ორისთვის

Dinner

ვინ თქვა, რომ ვახშამი აუცილებლად რომანტიკული უნდა იყოს და მხოლოდ იმ ერთადერთთან? აბა დაფიქრდი და გულწფელად გვითხარი, როდის იყავი დედასთან ერთად მყუდრო, ლამაზ კაფეში, ფინჯან ყავას სვამდი და ბავშვობას იხსენებდი? დიდი ხანია, ეს არ მომხდარა? მაშინ დაპატიჟე დედა სადმე მყუდრო ადგილას და აჩუქე ლამაზი საღამო.

შოპინგი

ყველა ქალს უყვარს შოპინგი! შენც შეგიძლია, დედას ეს საჩუქარი გაუკეთო, თუ ფინანსები ამის საშუალებას გაძლევს. შეგიძლია, რომელიმე მაღაზიის სასაჩუქრე ბარათიც შეიძინო.

კარგი წიგნი

თუ დედას ლიტერატურა და კითხვა უყვარს, გამოსავალიც ადვილი საპოვნელია. აჩუქე მას საინტერესო წიგნი და სასიამოვნო წარწერის გაკეთებასაც ნუ დაივიწყებ!

სალონი და მასაჟი

რა იქნება იმაზე უკეთესი საჩუქარი, ვიდრე არომათერაპია, მასაჟის სეანსი ან სალონის მომსახურებაა? შეგიძლია ეს ვარიანტიც შეიტანო სავარაუდო საჩუქრების სიაში და დედა რომელიმე კარგი სალონის აბონიმენტით ან სასაჩუქრე ბარათით გაანებივრო.

აჩუქე დედას ის, რაც მას სჭირდება

mom

კარგად დაფიქრდი, იქნებ დედამ დიდი ხნის წინ გითხრა, რა სჭირდებოდა? იქნებ შემთხვევით ახსენა, რომ ახალი ჩანთა უნდა, რომ სიამოვნებით ეყოლებოდა პატარა ფუმფულა ლეკვი? ეს შანსი ნამდვილად უნდა გამოიყენო!

 PINK-ი გილოცავთ დედის დღეს! ^_^

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?