საჩუქრის არჩევას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ მამაკაცებს , ახლა კი მოდით უფრო განვაზოგადოთ თემა და საერთოდ საჩუქრის არჩევის კრიტერიუმებსა და ”წესებზე” ვისაუბროთ.

იმისათვის რომ საჩუქარი შესაფერისი იყოს უნდა გავითვლისწინოთ – სქესი, ასაკი, ინტერესების სფერო, პროფესია, ტრადიციები, ზოგჯერ საცხოვრებელი ადგილიც კი.

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ჩამოთვალოთ თუ რისი გაკეთება და ჩუქება არ შეიძლება.

  1. არაფრით არ შეიძლება საჩუქარმა ხაზი გაუსვას ადამიანის პრობლემებსა და უარყოფით მხარეებს. ნურასოდეს აჩუქებთ ვინმეს წნევის აპარატსა და სიცხის საზომს, გასახდომ თუ გამონაყარის საწინააღმდეგო კრემს. ზოგადად ჯობია მოვერიდოთ პირადი ჰიგიენისათვის განკუთვნილი რაღაცეების ჩუქებას.
  2. თეთრეული მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეიძლება ვაჩუქოთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ასეთ რამეს შეიძენთ.
  3. ცოცხალი არსებების ჩუქება ძალიან კარგი ჟესტია , თუმცა მანამდე მაინც ჯობია მომავალ პატრონს ჰკითხოთ – მზად არის თუ არა ის ასეთი საჩუქრის მისაღებად?, იქნებ ალერგიულია ან სხვა პრობლემები გააჩნია ამასთან დაკავშირებით.
  4. ნურასოდეს აარჩევთ საჩუქრად ნივთს, რომელსაც სულ ოდნავ მაინც დაჰკრავს რომელიმე რელიგიისა თუ კულტურის ელფერი. ამით შესაძლოა შეურაცხყოფილი დარჩეს მომავალი პატრონი.
  5. ამასთანავე ქალბატონებს არ უყვართ საჩუქრად სასმელები, სახლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი და ტექნიკა, ხელოვნური ყვავილები და უხარისხო ბიჟუტერია. მამაკაცებისთვის კი არაა მიზანშეწონილი ჰალსტუხის სამაგრის, დეკორატიული სათამაშოსა თუ ნივთის, ცხვირსახოცისა და სუნამოს ჩუქება.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ საჩუქრის ფასი სიამოვნებას ნაკლებად ანიჭებს – ასე რომ აუცილებელია საჩუქარი შესაფერისი იყოს მომავალი პატრონის გემოვნებისა, თუმცა არც ძალიან იაფფასიანი საჩუქარია მიზანშეწონილი იმისათვის, რომ არასერიოზული და აგდებული დამოკიდებულება არ დაგაბრალონ.
მიღებულია რომ ყველაზე ძვირფას საჩუქრებს ქორწილსა და იუბილეებზე ჩუქნიან მხოლოდ , თუმცა ეს ძალიან ახლო ადამიანებს არ ეხება.
როგორც არ უნდა იყოს ყველაზე სასურველი ის საჩუქარია რომელზეც ადამიანი თვითონ ოცნებობს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აძლევს თავს უფლებას იქონიოს ესა თუ ის ნივთი, ხოლო თუ თქვენ შეძლებთ მას ეს აჩუქოთ მერწმუნეთ უკმაყოფილო არავინ დაჩება. თქვენ იმით იქნებით ბედნიერი რომ სწორად შეარჩიეთ ნივთი, ხოლო მომავალი პატრონი კი ოცნების ასრულებით.
ყველაზე რთული კოლეგებისათვის არის რამის ყიდვა – ასეთ სიტუაციაში გირჩევთ რაიმე ნეიტრალური აარჩიოთ  – ტყავის ყდიანი დღიური, კალამი ან მაგიდის საათი.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ საჩუქრის შერჩევა  ხელოვნებაა და ამ ხელოვნებას საჭირო ტექსტიც სჭირდება მისი გადაცემისას, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ ასეთ დროს მინიშნება ფასზე , მობოდიშება და იმის კითხვა მოეწონათ თუ არა – უტაქტობაა.
გისურვებთ წარმატებას ამ საქმიანობაში რამეთუ ამ ნიჭის განვითარება საკმაოდ რთულია და ფიქრსა თუ დაკვირვებას მოითხოვს.