საშობაო და საახალწლო სუფრა ალბათ შენთვისაც გოზინაყთან, ჩურჩხელასთან, საცივთან და სხვა ტრადიციულ გემრიელობებთან ასოცირდება. ალბათ ის საშობაო ფილმებიც მოგწონს, ჰოლივუდში რომ იღებენ, უზარმაზარი ნაძვის ხეებით, სანტა-კლაუსით, გემრიელი და ლამაზი საშობაო ხრამუნა ნამცხვრებით, ანუ cookie-ებით. რა ლამაზი და ალბათ, რთული გასაკეთებელი ჩანს, ხომ?

არადა სინამდვილეში  იოლია, მხოლოდ ფანტაზია, მარჯვე ხელები, ძალიან მარტივი რეცეპტი და რამდენიმე სპეციალური, საშობაო ფიგურების გამოსაჭრელი  ფორმა გჭირდება, რომელიც სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლია შეიძინო.

მაგალითად, შეგიძლია გამოიწერო ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი სხვადასხვა ფორმის და ზომის გამომცხვარი ფიფქების და ვარსკვლავების გამოსაჭრელი ფორმები, რომელსაც მოწყვეტ და შეახრამუნებ. ნაძვის ხე არა მარტო ლამაზი, გემრიელიც უნდა იყოს. რატომაც არა?!

ალბათ როგორ გაუხარდებათ ბავშვებს მაგიდაზე სანტას მარხილში შებმული წითელცხვირა რუდოლფის დანახვა, რომელმაც საჩუქრები უნდა მოგვიტანოს.

ასევე, შემიძლია შემოგთავაზო ჯანჯაფილის კაცუნების, ანგელოზების, საშობაო ზანზალაკების გამოსაჭრელი ფორმები.

 

როგორ გამოვაცხოთ საშობაო ხრამუნა ნამცხვრები?

გთავაზობ ჩვენი ავტორის, Mariam Blanc-ის საკმაოდ იოლ და გემრიელ რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 250 გრამი მარგარინი (რბილი)
  • 1/2 ჭიქა რძე
  • ვანილი, სოდა+ძმარი , შეიძლება ცოტა დარიჩინიც
  • და 3-4 ჭიქა ფქვილი (თუ არ ეყო, შეგიძლია კიდევ დაამატო)
ამ ყველაფერს კარგად ურევ და ზელ. ცომი უნდა იყოს მყარი და ისეთი, რომ ადვილად გაბრტყელდეს/მიიღოს ფორმა და არ დაიშალოს.
შემდეგ  ჭრი  სხვადასხვა ფორმებად ან ხელით აძლევ ფორმას,  ზეთწასმულ და საფანელმობნეულ საცხობ ფირფიტაზე დებ და აცხობ 180-190 გრადუსზე. თუ სქელ ფენად დადებ ცომს, უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი იქნება, თუ თხელ ფენად, მძიმე და კნატუნა.

იმისათვის, რომ უკვე გამომცხვარი პეჩენიების გაფორმებაზე ბევრი არ იწვალო, შეუკვეთე ეს საკვების მოსახატად შექმნილი ფლომასტერები.

გემრიელ შობა-ახალ წელს გისურვებ.