Friends – ანუ სერიალი “მეგობრები” ძალიან პოპულარული ამერიკული სიტკომია (სიტუაციური კომედია). სერიალის თითქმის ყველა სერია პავილიონშია გადაღებული, რომელიც ახლა Friends-ის სახელობისაა. სიუჟეტი 6 ახალგაზრდა მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ.

ტელეეთერში შოუ 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით გადიოდა და ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სულ 10 სეზონია გამოსული, მაგრამ სერიალის გადაღებები შეფეხებებით მიდიოდა. მიზეზი ერთ-ერთი მსახიობის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა იყო.

მეთიუ პერი, სერიალში ჩანდლერ ბინგი, რაღაც პერიოდის მანძილზე იყო სარეაბილიტაციო ცენტრში, ამიტომ გადაღებები ხშირად ჩერდებოდა. მის პრობლემებს ადვილად მიხვდება მაყურებელი, რადგან ის სეზონიდან სეზონამდე ძალიან იცვლებოდა.

შოუს ფინალურ სერიას ტელემაუწყებლობის ისტორიაში რეკორდული რადენობის მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელს ძალიან დასწყდა გული, მაგრამ სცენარისტების თქმით მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, Friends-ის ერა უნდა დასრულებულიყო.

ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ.

ლინკები ქართულ საიტებზე: avoe.ge | gol.ge

ვისაც ინგლისური გესმით, გირჩევთ ინგლისურად ნახოთ: watchseries.eu

ცისფერი თიხა
ცისფერი თიხა
პრინცი ჩარლ ფილიპი
პრინცი ჩარლ ფილიპი