Home დასვენება

შაბათს თვალები რომ გავახილე მხოლოდ ჩემი თმა დავინახე (თვალებზე ჩამოწეწილი). დამძიმებული თავის განძრევა დამეზარა…. თან წინა დღის კადრებმა გადამირბინა ბუნდოვნად… ამ დროს უცხო სხეული შემეხო გვერდიდან და ერთბაშად წამოვხტი, გვერდით დავიხედე  –  ჰმმმ… კიდევ კარგი ჩემი მეგობარია… რატომ ვარ აქ?

ტანსაცმელს ვეძებ, თან ჩემთვის ვფიქრობ.  გუშინ პარასკევი იყო, კვირის ეს დღე ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება, მაგრამ არა ჩემთვის… გუშინდელის მსგავსი „პარასკევები“ ხშირი არ არის, რადგან კვირის ბოლოს მშვიდ გარემოს ვარჩევ ხოლმე და სახლში ვზივარ. ”Hangover”-ის პერსონაჟივით ვცდილობ ქრონოლოგიურად აღვიდგინო გუშინდელი ღამე და თან ოთახში მიმოფანტულ ტანსაცმელს ვაგროვებ.

ცოტა უკან თუ გადავახვევ – მახსოვს შარდენზე შევხვდი მეგობრებს, მერე ბამბის და რკინის რიგების კვეთაში ჩავუხვიეთ და  უნიკში შევედით…  პირველად ვიყავი, დიდი ხნის გახსნილი არ არის და პირველ რიგში, გრანდიოზულობამ მიმიზიდა. როგორც ჩანს თბილისშიც იწყება ნამდვილი ღამის ცხოვრება (მართალია შეიძლება ითქვას ღამის ცხოვრება დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ეს კლუბი დიდი ნახტომია ევროპული ღამის ცხოვრებისკენ). აი უკვე ვიპოვე ჩემი მეორე წინდაც და თითქმის ჩაცმული ვარ… სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, იმიტომ რომ ბოლო დროს მეგონა კლუბებისთვის ძალიან დავბერდითქო, თურმე ასე არ ყოფილა…  « Good Club is Good»… ვფიქრობ ჩემთვის და მიუხედავად ამ ნაბახუსევის სასიამოვნო შეგრძნებისა, მაინც ვერ ვიხსენებ ”Dafuck happened last night”.

მერე ნელნელა დაიწყო კადრებმა აღდგენა… ჩემი არანორმალური ქცევები, ბევრი სასმელი, გემრიელი მოჰიტო, მერე შტრო თავისი “ნაპასებით” და ის მომენტი როცა ყველაფერი დავიკიდე, ემოციებზე ავეწყვე და გიჟივით ვცეკვავდი…  Salio with MC Samory Balde & DJ Ikost… Duft Punk-ის ქოვერი, სალიოს შესრულებით და ძალიან, ძალიან მთვრალი ფიქრები “Girls y u so sexy”

  

რატომ ვეუბნებოდი აქამდე კლუბებს „არა“-ს?

  • გარემო
  • ფასები
  • საზოგადოება

სამიდან არც ერთი მიზეზი აღარ დამრჩა, თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხარ, გირჩევ შეიარო, მთავარია ისეთი მეგობარიც იყოლიე, ვისაც მერე შენი სახლში წაღება არ დაავიწყდება (მანამდე ფეისბუქზე გადახედე ფეიჯს – Click here).

-მე არ მიყვარს კლუბური ცხოვრება და სახლში მშვიდად ჯდომა მირჩევნია

Bitch please, ნეტა ხშირად მქონდეს ასეთი პარასკევი…

 

5 კომენტარი to this post
  1. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ …. მგონი ყველას მოუნდება ერთი ღამე გამოგლიჯოს ყოველდღიურ ერთფეროვნებას და გართობიs თავაწყვეტილ მორევში გადაეშვას…

    • თამი, თუ რამეა, შემდეგზე ერთად წავიდეთ მე და შენ, ოღონდ მერე ვინ ვის წამოიღებს ეს უკვე აღარ ვიცი : )

  2. მართლა მომინდა მეც მაგ სიტუაციაში მოხვედრა :D მიუხედავად იმისა რომ საღამოების გატარება სახლში მშვიდად მიყვარს :) მომეწონა ძალიან კარგი იყო

შენ რას იტყვი?