Home Quiz

ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, ყველას როდი უყვარს გართობა. ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად ხართ გართობის მოყვარული.

მთავარი პირობა, კითხვებს უპასუხეთ გულწრფელად – კი ან არა. ყოველ დადებით (კი) პასუხზე დაიწერეთ ერთი ქულა.

  1. გიყვართ სეირნობა?
  2. გიყვართ სტუმრების გამასპინძლება?
  3. არ გიჭირთ მეგობრების ხათრით წვრილმანებზე უარის თქმა?
  4. შინ ყოველთვის მოგეპოვებათ რაიმე მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძლებლად?
  5. სასურველ ადამიანთა კომპანიაში შეგიძლიათ დალიოთ უფრო მეტი, ვიდრე ისურვებდით?
  6. გიყვართ კარგი სამზარეულო?
  7. ხშირად მართავთ წვეულებებს?
  8. გყავთ მეგობრები, რომლებსაც რეგულარურად ხვდებით?
  9.  გიყვართ მეგობრების წრეში სიმღერა?
  10. გიყვართ კარგ კომპანიაში ყოფნა?
  11. ადვილად მოდიხართ გუნებაზე?
  12. ადვილად ურიგდებით ადამიანს, რომელთანაც უთანხმოება მოგივიდათ?
  13. როდესაც წარსულზე საუბრობთ, უმეტესად სასიამოვნო ამბებს იხსენებთ?
  14. როგორ ფიქრობთ კარგი სახის ფერი გაქვთ?
  15. როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ ეს არ შეიმჩნიოთ და თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა?
  16. სათანადო ყურადღებას უთმობთ საკუთარ თავს?
  17. ხშირად იღვიძებთ თავისტკივილით, გამოუძინებელი?
  18. ხდება ისე, რომ დილით სამსახურში წასვლის ძალა არ შეგწევთ?
  19. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმი მოწევას და დალევას აგიკრძალავთ, შეძლებთ უარი თქვათ ამ მავნე ჩვევებზე?
  20. ერთხელ მაინც გიფიქრიათ: “არასოდეს დავიცავ დიეტას, რაც არ უნდა მოხდეს”?
  21. ჭარბი წონა ხომ არ გაქვთ?
  22. ხშირად მიბრძანდებით გასართობად მეუღლის, პარტნიორის გარეშე?
  23. გიყვართ კომედიები?
  24. ღამით გვიან დაწოლა გჩვევიათ?
  25. დილაობით ადგომა გიჭირთ?
  26. ხშირად იგვიანებთ შეხვედრებზე?
  27. სამსახურში ხშირად ხუმრობთ?
  28. ყოველთვის ხართ მზად, საქმე მეორე დღისთვის გადადოთ და გასართობად გაეშუროთ?

დააჯამეთ ქულები

18-დან 22-მდე: გართობის დიდი მოყვარული ბრძანდებით, იმდენად დიდი, რომ მზად ხართ, მას ჯანმრთელობა და სამსახურიც კი შესწიროთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად ლაღ ცხოვრებას ეწევით?

13-დნ 17-მდე: გონიერი ბრძანდებით, ზომიერება არც მხიარულებისა და  გართობის დროს გღალატობთ, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავი დაკარგოთ, ეს კატასტროფა არ არის – გააჩნია თვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამსახურებრივ წარმატებებს.

8-დან 12-მდე: თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სიცოცხლით, მაგრამ ზომიერად, სამსახური და ოჯახი თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გართობა.  შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ, თუ რა თქმა უნდა, ეს ზიანს არ მიაყენებს თქვენს მოვალეობას.

3-დან  7-მდე: თქვენ იშვიათად ერთობით, ალბათ ამიტომაც გიჭირთ იმ სიამოვნებათა დაფასება, ცხოვრება რომ გვთავაზობთ, მეტისმეტად გონიერი ხართ და მშვიდ, გაწონასწორებულ, კარგად ორგანიზებულ ცხოვრებას ამჯობინებთ, თითქოს გეშინიათ კიდეც გადაჭარბების, ჩარჩოების დამსხვრევის.

1 ან 2 ქულა: თქვენ შექმნილი ხართ ისეთი ცხოვრებისთვის, რომელიც გართობის მოყვარული ადამიანისთვის აუტანელი იქნებოდა. თქვენ ამ უკანასკნელის საპირისპირო კატეგორიას ეკუთვნით. თქვენმა ასეთმა ხასიათმა, შესაძლოა ბევრი დააფრთხოს.

7 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?