Home დასვენება

ნელა – ნელა შემოგვეპარა ისევ გაზაფხული და დროა ზღვის სეზონამდე (შუალედური) შვებულება/არდადეგები დაგეგმოთ.

დღევანდელი სტატიის თემა ბაზალეთის ტბის მიმდებარე საკურორტო ატმოსფერო იქნება.

ბაზალეთის ტბა გახლავთ დუშეთის მუნიციპალიტეტში – ქ. დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ტბის  მაქსიმალური სიღრმე 7 მ-ა.

გაზაფხულსა და ზაფხულში  წყლის ტემპერატურა დაახლოებით 25 °C-მდეა, რაც შესაძლებელს ხდის მასში ბანაობას.

ბაზალეთის ერთი სანაპირო დაფარულია ლელქაშით და ის თევზჭერისათვის საუკეთესო ადგილია. აუცილებლად ღირს პარტნიორთან ერთად ასეთი რამის გამოცდა.

მზის გულზე გარუჯული ფეხებით წყალში დგომა, ჩუმი, უდრეკი საუბრები და ტივტივაზე დაკვირვება.

მერწმუნეთ შეგრძნებები მართლაც გამორჩეული იქნება.


თუმცა თუ თქვენ არ ხართ თევზაობის მოყვარული, მაშინ ბაზალეთის ტბის მეორე ნაპირი თქვენ ნამდვილ კომფორტს გთავაზობთ. მოსწორებული ”პლაჟით”ა და საცურაო გარემოთი.

თუ მხოლოდ შაბათ კვირას დაგეგმავთ წასვლას (დედაქალაქიდან ახლოა და ეს ადვილად ასრულებადია) მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ კარავი და თბილი საძილე ტომრები, მზის ჩასვლის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. საკვები ჯობია ქალაქიდან წაიღოთ, თუმცა ადგილზეც იყიდება სხვადასხვა ნუგბარი, ხოლო შორიახლოს სასტუმროების უზარმაზარი არჩევანია.

ტბის სიახლოვეს არის ტურისტული კომპლექსები, კომფორტული და ფეშენებელური სასტუმროები, რომელთა უმეტესობაც საკუთარ სანაპიროებს ფლობს და იქ თქვენ სრული კომფორტი გელოდებათ(სპა სალონებით, სატრენაჟორო დარბაზებითა და ჩოგბურთის კორტითაც კი).

ბაზალეთზე დღის განმავლობაში მოწყენა არ გიწერიათ. თუ თქვენ გაურჯვა მოგბეზრდებათ შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად დაიქირავოთ ნავი და ტბის შუაგულში შესცუროთ, იქ კი რომანტიული საუბრისათვის(ხოლო საღამოს საათებში , არა მხოლოდ…) ზუსტად შესაფერისი ადგილია.

აქვე შეგახსენებთ რომ ტბაში მრავლადაა თევზი და სხვადასხვა წყალმცენარე , ასე რომ ნუ შეშინდებით თუ ცურვისას რაიმე უცხო და სლიპი მოგედებათ შიშველ სხეულზე.

არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ ფოტოაპარატი და თუ შესაძლებლობა გაქვთ მისი ჰერმეტული კონტეინერი, წყალთან სიახლოვეს ტექნიკა ცუდად იტანს.

სასიამოვნო საგაზაფხულო დასვენებას გისურვებთ.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
6 კომენტარი to this post
  1. კი კარგი იქნება გაზაფხულზე გასვლა, ალბათ აღდგომების შემდეგ როცა ამინდები გამოვა :)

  2. მართლაც ლამაზი ადგილებია ბაზალეთზე.შეუძლებელია რომ არ მოეწონოს ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდებს

  3. ვიყავი და გამიცრუვდა იმედები…. მანდ მაქსიმუმ 1 დღე თუ გაჩერდები (სასტუმროებში არ ვიცი ) ტბა სუფთა არ არის, ნუ ბანაობა არ მოგინდება და გასარუჯად დაწოლა აივანზეც კი შეიძლება :D არც გასართობი არ იყო არაფერი…კატამარანით კი გავისეირნეთ ერთი საათი და მორჩა…პიცა გვინდოდა გვეჭამა და დღეს მზარეული არ არისოო :D მოკლედ თბილისში მშივრები ჩამოვედით და რესტორანში გავიქეცით…

შენ რას იტყვი?