ამ სერიის პირველ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რისი ნახვა შეიძლება იმერეთში (თუმცა რა თქმა უნდა ეს მხოლოდ საწყისი მიმოხილვა იყო რეგიონის), მოდით ახლა კახეთისაკენ გადავინაცვლოთ და ამ უზარმაზარ ველზე მიმოფანტულ სილამაზეებზე ვისაუბროთ.

კახეთი საუკეთესო ადგილია პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ. მეგობრული ატმოსფერო – რომელიც ნებისმიერ, ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი თავს სახლში  გაგრძნობინებთ. გურმან წყვილების საჭმელ – სასმელიც იმდენი და ისეთი ნაირ ნაირი  დახვდებათ,  რომ მთელი მოგზაურობის მანძილზე უკმაყოფილოები ვერ დარჩებიან, ხოლო სალოცავებისა და ისტორიული ძეგლების სხვადასხვა ნაირსახეობა და მრავალი სხვა ღირშესანიშნაობა აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი

ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ აგერ სიღნაღს სიყვარულის ქალაქი უწოდეს , იქ მდებარე ქორწინების სახლის გამო (რომელიც 24 საათი მუშაობს და კახეთში ბოდიალის დროს მაინც – გახსოვდეთ(!))

მაშ ასე ”სიყვარულის” რეგიონი კახეთის პირველი გაჩერებაა უჯარმა.

თბილისიდან  სულ რაღაც 36 კმ-ში მდებარე სოფელში ულამაზესი ციხე , უფრო სწორად მისგან შემორჩენილი ისტორიული ნანგრევებიღა გვხვდება. თურმე ეს ციხე , ციხე – ქალაქ ”ჯვარპატიოსნის” ნანგრევებადაც მოიხსენიება.

ამ ციხე ქალაქისა და მისი ნანგრევების შესახებ უამრავი ლეგენდები დადის – საგანძურებისა თუ მეფეების მონაწილეობით.

სიმართლე რომ ვთქვათ უჯარმაში ღამის გათევა კარავში მოგიწევთ (მიუხედავად

უჯარმა

იქ არსებული რაღაც სამკურნალო პანსიონატისა) ეს კი ფრიად რომანტიულია, თანაც უჯარმა ლამაზ ბუნებაში ჩაფლული ადგილია – გომბორისა და იალნოს ქედების ხედით.  ღამე ცეცხლის დანთებაც არ გაგიჭირდებათ – ფაუნა ფიჩხითა და მსუბუქი შეშით თავად უზრუნველგყოფთ (თუმცა გახსოვდეთ ხეების გაკაფვა და ბუნების დაზიანება დასჯადი ქმედებაა).

კოცონის ტკაცატკუცის ფონზე წარსული მოვლენების გახსენებაც არ უნდა იყოს ურიგო , თანაც ლეგენდა უჯარმის ციხეზე ეხება ვახტანგ გორგასალსა და მის მეუღლეს:

ვახტანგის მეუღლე შეფარვით ერთ-ერთ წარჩინებულ ირანელ სამხედრო მთავარს ჰყვარობდა, რომელიც ავდაკს თან ახლდა. ომის წინა დღეს მან საიდუმლო შიკრიკი გაგზავნა ირანელთა ბანაკში და შემდეგი ამბავი დაუბარა:

„ამაღამ ვახტანგის საყვარელ საბრძოლო ფაშატს ბლომად მარილიან წყალს დავალევინებ თავლაში. ვახტანგს ყოველი გათენების წინ თვითონ ჩაჰყავს თავისი საყვარელი ცხენი იორზე წყლის დასალევინებლად. „სატალახო“ აბჯარსაც იმას დავუდებ სასთუმალთან, მარჯვენა იღლიაში გარღვეული რომელიცაა. ცხენი დიდხანს ვერ დაიოკებს წყურვილს და ვახტანგი აღვირს უსათუოდ ამოჰკრავს. კაი მოისარი ნახეთ და მეორე ნაპირიდან ქეიბური, ან ბოძალი ესროლეთო.“

ეს ისტორია კი აუცილებლად დაგაფიქრებთ ურთიერთობების შესახებ.

ღამის გათევის მეორე ვარიანტია საგარეჯო, სადაც 3 ოჯახური სასტუმრო ფუნქციონირებს.

უჯარმის ახლოს მდებარეობს სოფელი ხაშმი. თუ თქვენ გაქვთ ლიცენზია და ნადირობის უფლება , შეგიძლია სცადოთ კიდეც საყვარელ ადამიანთან ერთად – არა მხოლოდ ერთმანეთის გულების , არამედ რაიმე ცხოველის მონადირებაც.

შემდეგი ლოკაცია ისევ კახეთში მაგრამ თბილისიდან უკვე 165 კმ-ის დაშორებით მდებარეობს . ეს ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალია.

მთლიანი ხეობა ნაკრძალად 1912 წელს გამოუცხადებიათ, დამერწმუნებით შთამბეჭდავია ის პერიოდი, რომელიც ამ ტერიტორიამ როგორც ნაკრძალმა ისე იარსება(დღემდე).

კარავი

სამოგზაურო პერიოდი ლაგოდეხის ნაკრძალში იწყება მაისის თვიდან და გრძელდება ნოემბრამდე. ნაკრძალის ტერიტორია საუკეთესო ადგილია ნებისმიერი კატეგორიის ტურიზმის მოყვარულისათვის ( ეკო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, თუ უბრალოდ საფეხმავლო ტურიზმი – Hiking)

ნაკრძალში სიმაღლეთა სხვაობა 3000 მეტრს წარმოადგენს, შესაბამისად თქვენ შეძლებთ ტყის მასივებსა თუ ნახევრად ალპურ ზონებში ხეტიალს, ულამაზესი ბუნებითა და თქვენი პარტნიორით ტკბობას, თანაც ეცადეთ რომ თქვენს საყვარელ ადამიანთან სულ ახლოს იყოთ, ამაში კი ტყის იქაური მობინადრეებიც შეგიწყობენ ხელს, რომელთა ჩამონათვალიც მოიცავს:

  • ირემს
  • გარეულ ღორს
  • მურა დათვს
  • მგელს
  • მელას
  • ფოცხვერს
  • ტყისა და კლდის კვერნებსა
  •  ტყის კატას.

დასვენება ფრიად ექსტრემალური და ძალიან მრავალფეროვანი გამოგივათ – უდავოდ.

არ დაგავიწყდეთ ლაგოდეხის ნაკრძალი დაცული ტერიტორიაა და ბუნებას იქ პატივისცემით უნდა მოეპყროთ – ნუ დაყრით ნაგავს და დააზიანებთ მცენარეებს, ასევე მოერიდეთ მტაცებლებს , ისინი პლასტმასსა და ნაჭერს კარგად ვერ ინელებენ.

აქვე შეგახსენებთ რომ ლაგოდეხში არის ისეთი ადგილებიც სადაც შეგიძლიათ

ლაგოდეხი

(უცნაური და უკვე საკმაოდ პოპულარული ”სპორტის სახეობით”) გადამფრენი ჩიტების თვალიერებით დაკავდეთ.

საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ და უმჯობესია თუ ამას პარტნიორთან ერთად გააკეთებთ, რამეთუ ყოველი წუთი გატარებული ყოველდღიურობისაგან განსხვავებულად – ძალიან სასიამოვნო მოგონებად იქცევა და საუკეთესოა განტვირთვისათვის.