ბუნება გენიოსია და დაუღალავი შემოქმედი. გაცვეთილი სიტყვებია, ხომ?

ჩვენ ვყრით ნაგავს იქ, სადაც არ დაგვეზარება, ვაბინძურებთ წყალს, ჰაერს, მიწას. ბუნება კიდევ, დაგვიგულებს თუ არა გვერდზე მიტრიალებულებს, აქტიურად იწყებს ჩვენი “შემოქმედების” განადგურებას.

ზუსტად ასე შეიქმნა ეს უნიკალური პლაჟი კალიფორნიის შტატში, აშშ-ში.

1949 წლიდან ფორტ ბრეგის (Fort Bragg) მოსახლეობას მიქონდა ნაგავი და კლდოვან სანაპიროზე, პირდაპირ ოკეანეში ყრიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ტანსაცმელს, ავეჯს, მანქანებსაც კი.  60-იან წლებში ნაგავსაყრელმა ფუნქციონირება შეწყვიტა  North Coast Water Quality Boardის ინიციატივით.

ნაგავის ნაწილი გაიტანეს და წლების მანძილზე სხვადასხვა პროექტები მუშავდებოდა  ნაგვით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, თუმცა ბოლომდე საქმის მიყვანაში ადამიანებს ისევ ბუნება დაეხმარა.

ფერად-ფერადი კენჭების შეგროვება ახლა კიდევ უფრო საინტერესოა

იმის გამოსწორება, რაც ადამიანმა ვერ შეძლო, წლების მანძილზე ზღვის მიმოქცევამ, ზვირთცემამ, ქარმა, წვიმამ და მზემ ითავა და ნელ-ნელა ნაგავსაყრელი უკვალოდ გაქრა.

ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორია 80-იან წლებში ისევ  სუფთა, გამჭვირვალე ოკეანემ და ფერადქვიშიანმა  სანაპირომ დაიკავა.  ნაირფერი ქვიშა  ყოფილი პლასმასი და მინაა, რომელიც ზღვის წყალობით ფერად-ფერად, ნახევრად გამჭვირვალე კენჭებად იქცა.

ახლა კი ყოფილი ნაგავსაყრელი უკვე პოპულარული ტურისტული ადგილია და თუ არ იცით, ვერც ვერასოდეს მიხვდებით, რომ ან სანაპიროს და კამკამა ოკეანის ადგილას ოდესღაც ტონობით ნარჩენები ეყარა.

ხელნაკეთი სამკაულები მინის გამჭვირვალე კენჭებისგან

ადგილობრივები სანაპიროს  ფერადი კენჭებისგან სამკაულებსაც ამზადებენ და ტურისტებზე ყიდიან. სამაჯურები, გულსაკიდები და  საყურეები ხელნაკეთია, ასეთი ნივთები კი წელს მოდურია.

ღრუბლიანი დღე