Home Events

Cinderella 2015

2015 წლის 12 მარტს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა მხატვრული ფილმის, “კონკიას” პრემიერა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაყურებელს ჯერ კიდევ არ ჰქონია მისი დიდ ეკრანზე ხილვის საშუალება.

მათ, ვისაც აინტერესებს, კონკიას ეს ვერსია “მხოლოდ უფროსებისთვის” არის, თუ “პატრებისთვისაც შეიძლება”, გეტყვით, რომ “ამირანის” დიდი დარბაზი თითქმის მთლიანად შევსებული იყო მშობლებით და ბავშვებით.

ფილმის სასიკეთოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ თვალწარმტაც ფერთა მონაცვლეობის წყალობით მაყურებელს წინ ულამაზესი კადრების ხილვა ელის.

ჩემი და მეგობრის მოსაწვევი, წითელი ღვინის ფონზე, რომელიც კინოთეატრმა გვისახსოვრა.

ჩემი და ჩვენი ავტორის, სოფოს მოსაწვევი, წითელი ღვინის ფონზე, რომელიც კინოთეატრმა გვისახსოვრა.

ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მთავარი გმირის შემსრულებელი ქალბატონის – ლიზა ჯეიმსის წარბებმა. ამას გარდა, ტრეილერების ხილვის შემდგომ, მავანნი დისნეის მიმართ საყვედურსაც გამოთქვამდნენ, რომ კომპანია კონკიას უწვრილეს წელზე აქცენტირებით, მაყურებელს სიგამხდრისაკენ მოუწოდებდა. თუმცა, სტუდია აღნიშნულს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი და მსგავსი პროგრამები არ გამოუყენებიათ.

Cinderella and the Prince

პრინცის როლს რიჩარდ მედენი ასრულებს. ის გულშემატკივართათვის ჯორჯ მარტინის ყველასათვის საყვარელი ნაწარმოების – „სატახტოთა თამაშის“ მიხედვით გადაღებულ სერიალში მონაწილეობს და ჩვენთვის რობ სტარკის პერსონაჟთან ასოცირდება.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ისეთი გენიალური მსახიობები, როგორებიც არიან ქეით ბლანშეტი (დედინაცვალი) და ჰელენა ბონამ კარტერი (ნათლია, ფერია).

Fairy

უნდა აღინიშნოს კოსტუმების დიზაინერთა უზადო ნამუშევარი – განსაკუთრებულ ქებას დედინაცვალის გარდერობი იმსახურებს.

Steps

მათ, ვისაც “კონკიას” სხვა/ალტერნატიული ვერსიის ხილვის იმედი ჰქონდა, გეტყვით, რომ პასაჟი ზედმიწევნით მიჰყვება ზღაპრისას/მულტფილმისას, ამიტომ, შინაარსის მხრივ რამე განსაკუთრებულს არ უნდა ელოდოთ. თუმცა, აშკარად შეინიშნება ისტორიის გადახალისების ელემენტები.

და ბოლოს, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ კინოთეატრებს, თუ სასიამოვნოდ დასვენება და მცირე ხნით სამყაროსგან მოწყვეტა გსურთ. მოჰკიდეთ ხელი პატარებს – თუ თქვენი არ გყავთ, მეგობრისას – და გაეშურეთ სეანსზე – თუნდაც იმიტომ, რომ ფილმზე საკუთარი შთაბეჭდილება შეგექმნათ. “ასჯერ “მოსმენილს”/”წაკითხულს” ხომ ერთხელ ნანახი სჯობია?!”

შენ რას იტყვი?