ახალი წლის განწყობისათვის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი ნაძვის ხეა.

ის შეიძლება იყოს ბუნებრივი და გყავდეს მთელი წელი ქოთანში, ან ხელოვნური და ინახავდეთ სადღაც სათავსოში , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დროა ის ოთახის შუაში მოვათავსოთ და გალამაზებაზე ვიზრუნოთ.

კრეატიული მიდგომა

ნაძვის ხის მორთვისას კარგი იქნება თუ რამოდენიმე მარტივ წესს გავიხსენებთ , ასე უფრო მიმზიდველი და შთამბეჭდავი გამოვა თქვენი დეკორაცია.

  1. პირველად ნაძვის ხეზე იკიდება მანათობელი ”გირლანდა” (თუმცა დაკიდებამდე შეამოწმეთ, რაიმე გაუმართავობა ხომ არ აქვს, ხანძარი არ არის სახუმარო ამბავი)
  2. შემდეგი გახლავთ სათამაშოები – იკიდება ჯერ მსხვილი და დიდი ზომის, შემდეგ კი პატარა და წვრილი. ერთი და იმავე ფორმისა და ფერის სათამაშოები გვერდი გვერდ არ დაკიდოთ.
  3. ბოლო შტრიხი აუცილებლად ფერადი წვიმები ან ხელოვნური თოვლი უნდა იყოს, თუმცა გახსოვდეთ ამ დეტალებით ნაძვის ხე ირთვება წრიულად და არა ვერტიკალურად.

პატარა ნაძვის ხის გადატვირთვა დიდი სათამაშოებით არ ღირს, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ქვედა ტოტებიდან ზედა ტოტებისკენ სათამაშოების ზომა უნდა მცირდებოდეს – ეს ერთი ორად გაალამაზებს ხეს.

ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გადატვირთული ნაძვის ხე უგემოვნობაზე უფრო მეტყველებს. თუ მოგრჩათ სათმაშოები – გააფორმეთ ბუხარი, შემოსასვლელი კარი ან ჭაღი.

გაფორმება კარისათვის

ბოლო დროს ძალიან მოდურია ერთი ფერის დეტალებით მორთული საახალწლო ხეები – 2012 წლის ფერი გახლავთ ოქროსფერი + შავი.

თუ გადაწყვეტთ ნაძვის ხის ერთ ფერში მორთვას, არ დაგავიწყდეთ, რომ სათამაშოებთან ერთად , გირლანდებიც და წვიმებიც იგივე ფერის შეარჩიოთ.

რახან მოდაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები უბრუნდებიან ჩვენი წინაპრების წეს–ჩვეულებებს და გვთავაზობენ საახალწლო ხის გემრიელი სასუსნავით მორთვას, როგორც ამას ჩვენი ბაბუები და დიდი ბაბუები აკეთებდნენ.

ჩვენს მიერ გაკეთებული კამფეტები, სხვადასხვა ხილი თუ თხილი შეგვიძლია ვაქციოთ სათამაშოებად და ჩამოვკიდოთ ნაძვის ხეზე.

მოდური ნაძვის ხე

რჩევა: თუ გადაწყვეტთ ნაძვის ხის მორთვას სხვდასხვა ნუგბარით, შეგიძლიათ  ჩამოსაკიდად გამოიყენოთ სკრეპები, გაუყრით რა ერთ მხარეს ნუგბარში, მეორე მოკაუჭებული მხრით ადვილად მოახერხებთ  სათამაშო ხეზე მიაბათ.