დღეს რუსთავი 2-ზე იწყება ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”
სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ სერიალით თანაბრად დაინტერესდებიან ქალებიც და კაცებიც, რადგან იგი თემატიკით ჩამოჰგავს ცნობილ ამერიკულ შოუებს – “სექსი დიდ ქალაქში” და “სასოწარკვეთილი დიასახლისები”, თუმცა მორგებულია ქართულ სინამდვილეზე.
სერიალს “ტექნიკის ახალი საოცრებით”, canon-ის ერთი კამერით იღებენ, რომლითაც, სხვათაშორის, “Dr. House”-ს გადაღებები მიმდინარეობს.
Pink.ge რეგულარულად შემოგთავაზებთ ცხელ-ცხელ სიახლეებს სერიალის და მსახიობების შესახებ.
“ჩემი ცოლის დაქალები”-ს პირველი, საპილოტო სერია დღეს, რუსთავი2-ის ეთერში, 22:00-ზე დაიწყება!!!
ესეც პირველი ეპიზოდის ტრეილერი:

mgonia rom zaan kargi ikneba:)