შაბათს, 26 ნოემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში “ჩემი ცოლის დაქალების” საპილოტო სერია გავიდა.

როგორც იცით, ჩვენი ჟურნალი სერიალს დაუმეგობრდა, ამიტომ Pink.ge-ს მთელი სარედაქციო ჯგუფი მოუთმენლად ელოდებოდა პირველი სერიის ეთერში გასვლას. იყო როგორც დადებითი ისე კრიტიკული შეფასებებიც.

გთავაზობთ ჩვენი ავტორების შთაბეჭდილებებს:

Wissner

ფოტოგრაფი

ჩემი პირველი შთაბეჭდილება ბრწყინვალეა – ჩვენების მაღალი ხარისხი, კარგი მსახიობები და სიუჟეტიც ზუსტად ქართულ რეალობაზე მორგებული (რომლის ასახვაც რეჟისორ გიორგი ლიფონავას ნამდვილ “სავიზიტო ბარათად” იქცა.)

Nightingalus

ავტორი

ძალიან დადებითად განვეწყე სერიალის პილოტის მიმართ და ვთვლი, რომ ქართულ ტელესივრცეში მსგავსი პროდუქტი დიდი ნოვაციაა და მაგონებს ჩემ საყვარელ ამერიკულ სერიალებს. ძალიან გამიხარდება, თუ სერიალს მაღალი რეიტინგი ექნება და წარმატებას მოიპოვებს, რადგან პირველი სერიიდან გამომდინარე, იგი ამას ნამდვილად იმსახურებს.

Keti Go:

მესვეტე – “ქეთის სვეტი”

პატარა გოგო უკვე დიდი მსახიობია. ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა. სერიალს ვუსურვებ, რამდენიმე სეზონს გაუძლოს და მაგის გაზრდას მოგვასწროს – მერე ნახეთ, რა ინტრიგები აიწევა :)

პერწკლი:

რედაქტორი

ტიპიური ქართულ-სტანდარტული სიტუაციები. სცენარის მიხედვით ზედმეტად ჭკვიანი ბავშვებით, თუმცა მოზრდილებზე გაცილებით უკეთ ასრულებენ როლებს. შესანიშნავი გასართობია უთოობისას ან საჭემლის მომზადებისას, როცა გინდა, რომ პარალელურ რეჟიმში რაიმე მსუბუქით დააკავო ტვინი.

akunkula:

მესვეტე – “Plus Size”

ნუ, პატარა გოგო მართლა ყველას ჯობდა. ♥ დიდების ლექსიკაა ცოტა გასაშალაშინებელი. ხანდახან გრამატიკულად ზედმეტად სწორი ფორმა ცუდად ხვდება ყურში, ასეთი სოციალური ყოფის სერიალში მაინც.
შეიძლება კარგი სერიალი გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, ფაბულა კარგი აქვს.

 

ასევე ძალიან გავინტერესებს, უყურეთ თუ არა პირველ სერიას, ამიტომ გთხოვთ, ამ გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა:

უყურეთ თუ არა "ჩემი ცოლის დაქალების" პირველ სერიას?

View Results

Loading ... Loading ...