ბენტო ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი იაპონური სასადილე ყუთია. იაპონურ კულტურაში, ტრადიციულად, ბენტო შეიცავს ბრინჯს, თევზს, ხორცს, დამჟავებულ ან ცოცხალ ბოსტნეულს.

ბენტოს ტრადიციული შემადგენლობა
ბენტოს ტრადიციული შემადგენლობა

დღესდღეობით, იაპონიაში ბენტო უამრავ ადგილას იყიდება, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, სადგურებზე,  მაგრამ იაპონელებისთვის ჯერ კიდევ აქვთ ჩვეულებაა გაატარონ დრო და დახარჯონ ენერგია ბენტოს მომზადებაში მეუღლისთვის, შვილებისთვის ან საკუთარი თავისთვის.

ლამაზი და გემრიელი
ლამაზი და გემრიელი

გარდა იმისა რომ, ასე მომზადებული სადილი სამსახურში წასაღებად ძალიან პრაქტიკულია,  ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა. წარმოიდგინეთ, სამსახურში შუადღეს ფიქრობთ რა ჭამოთ: არც ძვირი გინდათ დაგიჯდეთ და არც გაგასუქოთ ყოველდღიურმა ფენოვანმა ხაჭაპურმა თუ სხვა ცომეულმა.

ბენტო - lunch box
ბენტო - lunch box

ამიტომ შეგიძლიათ წინა დღით ან ადრე დილას მოიმზადოთ კონტეინერით სადილი, იაფიც დაგიჯდებათ და შეგიძლიათ ძალიან ლამაზ ყუთში დეკორატიულადაც გააფორმოთ.

ბენტოს დეკორატიულ გაფორმებას კიარაბენი ეწოდება. სადილი მულტფილმების გმირებით, ცხოველებით და სხვადასხვა პერსონაჟებითაა გაფორმებული. თავდაპირველად კიარაბენი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, რომ მათთვის ჭამა უფრო ხალისიანი ყოფილიყო, თუმცა იმდენად სახალისო და საინტერესოა მას დიდებიც სიამოვნებით მიმართავენ.

მარტილად გასაფორმებელი და ძალიან ლამაზი

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმების გასაკეთებლად სპეციალური საჭრელები არსებობს. ყუთს ასევე მოყვება, პატარა დრეკადი პლასმასის ბოთლები სოუსის ჩასასხმელად. ასე რომ მხოლოდ მონდომება და მოტივაცია გჭირდებათ იმისთვის, რომ ჯანმრთელად იკვებოთ, ცხოვრება გაიხალისოთ და დანარჩენი ყველაფერი თქვენს ხელთაა.

ბენტოს გასაფორმებლად მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიაც კმარა, თუმცა თუ იდეები შემოგაკლდებათ, ინტერნეტში შეგიძლიათ უამრავ რეცეპტების წიგნს წააწყდეთ სპეციალურად ბენტოსთვის.