Home დასვენება

ჩვენს რეალობაში მამაკაცებს ხშირად ავიწყდებათ ქალების სილამაზის შემჩნევა და ამის სიტყვით აღნიშვნა. ქართველ ქალბატონებს კი წყალივით სწყურიათ ქათინაური და ყურადღება. ამიტომაც, “ბაკურიანმა”  გადაწყვიტა ქალებისთვის ერთი ჩვეული დღე კომპლიმენტების მაგიური ძალით გაელამაზებინა.

ყველას შეგვიმჩნევია ქუჩაში მიმავალი ქალების არც ისე ბედნიერი სახეები. რა მოხდება მათ გზად კომპლიმენტები რომ დახვდეთ?  “ბაკურიანმა” გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ქალების გამხნევება საკმარისი არ იქნებოდა და ამიტომ გადაწყვიტა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებშიც დაეგზავნა კომპლიმენტები. ქუჩებში, შუქნიშნებზე, მანქანებში, სილამაზის სალონებში თუ მაღაზიებში კომპლიმენტებმა ათასობით ქალბატონს სახეზე ღიმილი მოჰგვარა.

კომპლიმენტების მაგიური ძალა კიდევ უფრო მეტ ქალბატონს რომ ეგრძნო, “ბაკურიანმა” SMS-რეკლამაც გამოიყენა. SMS შეტყობინების 160 სიმბოლო ამჯერად, დამღლელი სარეკლამო შეთავაზებების ნაცვლად, ყველა ქალისთვის სასიამოვნო სიტყვებით აავსეს და 100,000 ქალბატონს დაუგზავნეს.

ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენც დარწმუნდებით, რომ თურმე რამდენიმე  სასიამოვნო სიტყვასაც შეუძლია ქალებს სილამაზის შეგრძნება მიანიჭოს და მათ სახეს ღიმილი მოჰფინოს.

ასე რომ, მამაკაცებო, ხშირად უთხარით თქვენს საყვარელ ქალებს კომპლიმენტები. ამას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება.

P.S. თქვენც მიიღეთ კომპლიმენტი “ბაკურიანისგან”?

თუ კი – როგორი და რა ფორმით? :)

გაგვიზიარეთ კომენტარებში!

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?