Home დასვენება

alubali

„უგემრიელესი და ულამაზესი“, ალბათ ასე დაახასიათებს ყველა ტკბილეულის მოყვარული, ვინც კი „Azzato“-ს ტორტებს და დესერტებს გასინჯავს.

ნამცხვრის სახლ „Azzato“-ს წარმატების საიდუმლო – ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ტკბილეული, ნატურალური ევროპული ინგრედიენტები და დახვეწილი დიზაინია.

ამ ეტაპზე თბილისში არსებულ 6 მაღაზიაში, 20-მდე სახეობის ტორტის, 25-მდე დესერტისა და 10-მდე ორცხობილას შეძენა შეგიძლიათ. Azzato-ს რეცეპტები ექსკლუზიურია და ასეთი რეცეპტები თბილისში არავის აქვს.

ტირამისუ, შავი ტყე, ორი შოკოლადი, ბრაუნი

აზზატოს ტირამისუ, შავი ტყე, ორი შოკოლადი და ბრაუნი

„რაც გოგონებს ყველაზე მეტად დააინტერესებთ ალბათ ისიცაა, რომ ევროპული სტილის ტორტები არ ასუქებს. ისინი შედარებით დაბალკალორიულია: მაგალითად „შოკოლატინი“, „2 შოკოლადი“, „ბანანის ტორტი“, „შავი ტყე“, „ტირამისუ“. ამასთან ტორტები და დესერტები მზადდება 100% ნატურალური ინგრედიენტებისგან და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენი კონდიტერების საერთოდ არ იყენებენ მარგარინს. გამოყენების წინ კვერცხსაც კი სპეციალურ ხსნარში რეცხავენ, რომ არ შეყვეს უმცირესი ბაქტერიაც კი. საცხობში შესვლა სპეციალური სამოსის გარეშე სასტიკად აკრძალულია. თითოეული პროდუქტის შენახვის ვადა კი მკაცრად კონტროლდება.“ – განგვიმარტეს Azzato-ში.

shokolatini

ეს ყველაფერი არ არის!

გარდა მზა პროდუქტებისა, შეგიძლიათ სასურველი დიზაინის და ზომის საქორწილო, დაბადების დღის და კორპორატიული ტორტიც შეუკვეთოთ. ესაა ტორტები, რომელიც მთლიანად გემრიელია და იჭმევა. მარციპანიც ფრანგული და ხარისხიანია. შესაბამისად, უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც.

ასეთ ტორტებზე პროფესიონალი მხატვარ-დიზაინერები მუშაობენ. ისინი თითოეულ ტორტზე უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავენ და განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებიან ყველა დეტალს. და როცა თქვენი ტორტის სახით საბოლოო შედეგს დაინახავთ, ამ სიყვარულს და ძალისხმევას აუცილებლად იგრძნობთ.

azzato 2

„Azzato”-ს დიზაინერების მიერ შესრულებული ტორტები გასაოცრად ლამაზია. ჩვენი ჟურნალის განურჩევლად ყველა ავტორი აღფრთოვანებაში მოიყვანა “Azzato”-ს „ლაბორატორიაში“ შექმნილმა მინიატურულმა ფიგურებმა, რომელიც ჩვენი კორპორატიული საღამოს ტორტზე აღმოვაჩინეთ.

სიურპრიზად, ტორტი ქალებისთვის აუცილებელი და სასურველი ნივთებით იყო მორთული. ისინი ჩვენი Pink გოგონებისთვის აღტაცების და სიხარულის მიზეზი გახდა. საბოლოოდ ფიგურები ყველამ დავინაწილეთ და მთელი საღამოს განმავლობაში ვუღებდით ფოტოებს.

უფრო მეტი ფოტოების სანახავად ეწვიეთ აზზატოს ფეისბუქის გვერდს.

azzato pink.ge cake

Pink.ge-ს ტორტი

t4

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?