Home დასვენება

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი საუკუნეა ფემინისტურმა მისწრაფებებმა დღის სინათლე იხილა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქალები კონსტიტუციურად მამაკაცებთან თანაბარუფლებიანობით სარგებლობენ, მაინც არსებობს ქვეყნების (უმეტესად მუსულმანური) კატეგორია, სადაც ქალების მიმართ დამოკიდებულება წარმოუდგენლად უსამართლო და დაუჯერებელიც კია.

 

 

საუდის არაბეთში სწამთ, რომ ქალის ადგილი სახლშია, მან მხოლოდ ქმარსა და ოჯახზე უნდა იზრუნოს. ნაცნობად ჟღერს? სინამდვილეში შედარებაც არ შეიძლება, რადგან იქ სახლებს ორი შესასვლელი აქვთ: მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.

გასული საუკუნის ბოლომდე ქალებს არ ჰქონდათ მართვის უფლება. 2008 წლამდე კი მათ სასტუმროში შესვლაც არ შეეძლოთ ე.წ. შაპერონის გარეშე. 2008 წელს ეს მოთხოვნა შეიცვალა და ქალებს უკვე სასტუმროში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ პირადობის მოწმობით, თუმცა სასტუმრომ პოლიციის უახლოეს განყოფილებას უნდა აცნობოს ამის შესახებ.

მეფე აბდულას მრჩეველთა საბჭომ კი ახლახან აღმოაჩინა, რომ ქალები, რომლებიც დღეში 50 მეტრზე მეტს გადიან, უფრო მეტად ერთვებიან სექსში ქორწინების გარეშე, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიასა და სხვა მსგავს მოქმედებებში, როგორიცაა მანქანის მართვა და ხმის ამოღება, სანამ ამის უფლებას მისცემენ. ეს ხუმრობით, ისე კი, სიმართლე არც ისე განსხვავებულია. საუდის არაბეთში მართლაც ამბობენ, რომ ქალები ვინც მანქანას მართავენ უფრო მეტად არიან მიდრეკილი სექსისკენ და რომ ეს ცუდია.

თითქოს ის არ იყო საკმარისი, რომ არაბ ქალებს ჰიჯაბის (მუსულმანური თავსაფარი) ტარება და მთელი სხეულის დაფარვა უწევთ, ახლა უკვე მათ, ვისაც „მაცდუნებელი“ თვალები აქვთ, ჩამუქებული სათვალის ტარება მოუწევთ. რას გულისხმობენ „მაცდუნებელ„ თვალებში? დაუფარავ თვალებს, ლამაზი ფორმით და მაკიაჟით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი მაკიაჟს არ ატარებს, პრობლემები შეექმნება, თუ ქუჩაში ლამაზი თვალების გამოჩენას გაბედავს.

ახლა რამდენიმე სიტყვა ქორწინების ინსტიტუტზეც. არაბი ქალი, როგორც წესი, ახალგაზრდა თხოვდება მამის მიერ შერჩეულ კანდიდატზე. ქმარს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ვერბალურად მოითხოვოს განქორწინება. არაბ ქალს არ აქვს უფლება დაქორწინდეს სხვა ეროვნების მამაკაცზე მთავრობის თანხმობის გარეშე (რისი მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია).

ამასთან, საუდის არაბეთში კანონით ქალს ეზღუდება ქონების ფლობა, სასამართლოში ჩვენების მიცემა, მემკვიდრეობრივი უფლებები და განქორწინების შემთხვევაში, ბავშვის მეურვეობა.

"მაცდუნებელი თვალები"

ახლახან პრაქტიკაში დაინერგა 2006 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი იმის შესახებ, რომ ქალის თეთრეულისა და კოსმეტიკის მაღაზიებში მუშაობა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. ისე კი, საკვირველია, აქამდე როგორ აძლევდნენ მამაკაცებს ამ მაღაზიებში მუშაობის უფლებას.

ამ ყველაფრის შემდეგ, პირობას ვდებ, აღარასდროს ვიწუწუნებ გენდერულ უთანასწორობაზე საქართველოში და ვაღიარებ, ბედნიერი ვარ, რომ საუდის არაბეთში არ დავიბადე. თუმცა ვუთანაგრძნობ იქაურ ქალბატონებს და დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ისინიც შეძლებენ ფემინისტური რევოლუციის მოწყობას და საკუთარი უფლებების მოპოვებას.

14 კომენტარი to this post
  1. შემიძლია წიგნები გირჩიოთ გოგოებიი, ,,ცოცხლად დამწვარი”იძულებით გათხოვილი, ძალიან კარგი წიგნებია … გიხადორედთ და დავაფასოოთ ჩვენითავისუფლება, უფლელები, ყველაფერი. ისენი იქ საშინლად ცხოვრობენ… ქლს არაფრის უფელბა არაქვს , ქალი კაცებისთვის არიან მონები… საქონელს უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე ქალს, ქალისთვის კანონები არ არსებობს… ქალები ან სიმღერით ან თვითმკვლელობით გამოხატავენ მხოლოდ პროტეტესტს.. არაქვს უფლება სურათების გადაღების, მკერავთან სარულის, ცეკვის ,სიმღერის, ..საშინელებბები ხდება

  2. “ახლახან პრაქტიკაში დაინერგა 2006 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი იმის შესახებ, რომ ქალის თეთრეულისა და კოსმეტიკის მაღაზიებში მუშაობა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. ისე კი, საკვირველია, აქამდე როგორ აძლევდნენ მამაკაცებს ამ მაღაზიებში მუშაობის უფლებას.” არადა კაცთან რომ ეყიდა ქალს ტრუსიკი ალბათ გაამათრახებდნენ თავისი უსირცხვილობის და უნამუსობის გამო . ვაი ვაიი

შენ რას იტყვი?