Home დასვენება

თუ შობა-ახალი წლის გატარებას შინ, ხმაურიანი წვეულებების გარეშე აპირებთ, საღამოებს ჩვენი ფილმების შვიდეული გაგიხალისებთ.

1. ახალი წლის ღამე / New year’s Eve

საახალწლო ისტორიების გმირები ნიუ-იორკის მაცხოვრებლები არიან, რომელთა ცხოვრებაც უცნაურად გადაიკვეთა.

2. არდადეგები / The Holiday

სახალისო ისტორია ორ ახალგზრდა ქალზე, რომლებმაც საშობაოდ სახლები გაცვალეს და შედეგად დიდი სიყვარული იპოვეს.

3. რეალური სიყვარული /Love Actually

სასიყვარულო ისტორიები დაწყებული პრემიერ მინისტრიდან, დამთავრებული მწერლამდე, შობა და ბედნიერი დასასრული.

4. ინტუიცია / Serendipity

თუ ბედისწერის გჯერათ, ეს ფილმი თქვენთვისაა. ბედს მინდობილი ორი ადამიანის ისტორია.

5. ბრიჯით ჯონსის დღიური / Brigdet Jones’s Diary

ბრიჯით ჯონსმა ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. თუმცა ოცნებების ახდენა და ნამდვილი სიყვარული პოვნა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.

6. ოთხი შობა /Four Christmases

შეყვარებულები ბრედი და ქეითი ცდილობენ შობა მშობლებთან გაატარონ. საქმეს ართულებს ის, რომ ორივეს მშობლები განქორწინებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხი სახლის მონახულება უნდა მოასწრონ.

7. სთოუნების ოჯახი / The Family Stone

სთოუნების მრავალშვილიანი ოჯახი იშვიათი ურთიერთგაგებით გამოირჩევა. ერთერთი ვაჟი, ევერეტი შობას ოჯახის წევრებს გასაცნობად საცოლეს, მერედიტს ჩაუყვანს. და პრობლემებიც თავს იჩენს.

 

შენ რას იტყვი?