Home დასვენება

ფილმები უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ კინოკადრების გროვის რიგს. დღეს ისინი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ, რას დავაკვირდეთ, რა გავაანალიზოთ და რა არა, რა ან ვინ გვიყვარდეს…

ასეა თუ ისე, კინოს დიდი და საპატიო ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ჰოლივუდს არაერთი კინოშედევრი აქვს შექმნილი, გადავწყვიტეთ, ცოტათი შევამციროთ ეს წრე და ის ფილმები წარმოგიდგინოთ, რომლებიც უნდა ნახოს ყველა ქალმა სრულიად და უკლებლივ! მაშ ასე, მოკალათდით მოხერხებულად და მოამზადეთ ცხვირსახოცები საუკეთესო ფილმებისთვის:

My Blueberry Nights

ფილმი, რომლის თითოეული კადრიც მოცხარით, ლურჯი ფერითა და ნორას არაჩვეულებრივი მუსიკითაა გაჯერებული. სიუჟეტი უცხო, საინტერესო და ჩამთრევია ტრადიციული ბარმენისა და გზააბნეული გოგონას ისტორიით. მთავარი გმირი კი, რაღა თქმა უნდა, მოცხარის ნამცხვარი გახლავთ.

ფილმის ბმული: My Blueberry Nights

Stepmom

ცხოვრება იდეალური არ არის და არც ბედნიერი დასასრულია ყველა ფილმის ბოლოს. ეს სწორედ ის ფილმია, რომელიც გვაწავლის, რომ მტერშიც შეიძლება ერთგული მეგობრის პოვნა. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, მოემზადეთ! სუზან სარანდონისა და ჯულია რობერტსის განუმეორებელი ტანდემი გულგრილს ვერაფრით დაგტოვებთ.

ფილმის ბმული: Stepmom

The Painted Veil

აქ ყველაფერია: მღელვარე სიყვარულის ისტორია, ქოლერის ეპიდემია, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჭეშმარიტი დრამა, რომელიც არც ერთ მაყურებელს მოაწყენს. მართალია, უოლტერისა და კიტის სიყვარულის ისტორია ზუსტად ისეთი კლასიკური არ გახლავთ, როგორც მოემის წიგნში, თუმცა ფილმი ნამდვილად იდეალურია.

ფილმის ბმული: The Painted Veil

Hours

შეუძლებელია, საათები ადვილად გაიგო. მრავალი ასპექტი, რომლისგანაც  ყოველი ქალის ცხოვრებისეული მოზაიკა შედგება, არასდროსაა მარტივი. რეჟისორი გვიტოვებს დროსა და თემას დასაფიქრებლად იმაზე, რამდენად ბედნიერები ვართ. იქნებ, ბედნიერება სულაც აქვეა?

ფილმის ბმული: Hours

Bridget Jones’s Diary

ბრიჯიტს თითქმის ყველა გოგო იცნობს. აჯობებს, ვაღიაროთ: ყოველი ჩვენგანი აღმოჩენილა ჯონსის ამბის მსგავს გაურკვეველ სიტუაციაში. მართლაც, ხშირად არც ისე ადვილია, სწორი არჩევანი გააკეთო, ამიტომაც ცოტა ხუმრობა და ცოტა იღბალიც არ გვაწყენს.

ფილმის ბმული: Bridget Jones’s Diary

The Mirror Has Two Faces

ამ ფილმში ბარბარამ მოახერხა, ყოფილიყო რეჟისორიც  და ამასთან შესანიშნავი სიყვარულის ისტორია მოეყოლა, რომელიც არც ერთი ქალის გულს დატოვებს გულგრილს.

ფილმის ბმული: THE MIRROR HAS TWO FACES

Love Me If You Dare

ფილმი-თამაში. შეგიძლია შემიყვარო? რა შეგიძლია, გააკეთო ამისთვის? ამ შეკითხვებზე პასუხს ამ ფილმში ნამდვილად იპოვნით.

ფილმის ბმული: Love me if you Dare

My One and only

ფილმი ოჯახზე, შვილებზე, დედობაზე და არამხოლოდ. რას ნიშნავს, იყო კარგი დედა? ფილმი იმის დანახვაში დაგვეხმარება, როგორები არიან ადამიანები რეალურ ცხოვრებაში.

ფილმის ბმული: My one and Only

Sleeping with the Enemy

ბევრი ადამიანისთვის ზღვის პირა ლამაზი სახლი ბედნიერებაა, ზოგიერთისთვის კი ციხე. შესაძლებელია ყველაფრის სუფთა ფურლიდან დაწყება? ამას ჯულია რობერტსისა და პატრიკ ბერგინის დრამატულ ტანდემში ნამდვილად ნახავთ.

ფილმის ბმული: Sleeping with the enemy 

The English Patient

ცნობილი ფილმი ნამდვილ სიყვარულსა და მისთვის გაღებულ მსხვერპლზე. ომი, თავგანწირვა და სულისშემძვრელი ისტორია ადამიანებზე გულგრილს ვერაფრით დაგტოვებთ.

ფილმის ბმული: THE ENGLISH PATIENT

Gone with the Wind

ვივიენ ლისა და კლარკ ჰეიბლის წყვილი ბევრ აღწერას არ საჭიროებს.

ფილმის ბმული: GONE WITH THE WIND

Fried Green Tomatoes

კარგი და კეთილი ფილმი, რომელშიც წვრილმანი ბედნიერებანია წამოწეული წინა პლანზე. ზუსტად ისეთი “წვრილმანები”, რომლისგანაც ცხოვრება და მოგონებები იქმნება.

ფილმის ბმული: Fried Green Tomatoes

The Reader

ფილმი, სადაც მოვლენებს ჩუმად აკვირდები. აქ პირადი და გლობალური პრობლემები ერთმანეთს კვეთს, ამიტომაც შეუძლებელია, ამ ყველაფერის სიმპატიისა და ანტიპატიის გარეშე ერთად ადევნო თვალი.

ფილმის ბმული: The Reader

Atonement

ეს ფილმი სიყვარულსა და სიძულვილზე, იმედსა და სასოწარკვეთაზეა. როგორც ამ ფილმის მოყვარულნი ამბობენ, ფინალის შემდეგ ღია ემოცია არა, თუმცა ღრმა კვალი აუცილებლად დარჩება თქვენს ცნობიერში.

ფილმის ბმული: ATONEMENT

Cracks

ბზარები ყოველთვის ჩვენთანაა. ისეთი ბზარები, რომლებიც ჩვენს ბედზე ტოვებენ პაწაწინა კვალს და საბოლოოდ დიდებულ ანაბეჭდსაც ქმნიან. სწორედ ასეთ საბედისწერო მოვლენებზეა ეს ფილმიც.

ფილმის ბმული: CRACKS

White Oleander

ფილმი, რომელიც გითრევს. პერსონაჟების ხასიათი კი მაქსიმალურად მძაფრია მსგავსად შხამიანი, მაგრამ ლამაზი თეთრი ოლენადრისა.

ფილმის ბმული: WHITE OLEANDER

Todo Sobre Mi Madre

პედრო ალმადოვარის კლასიკად ქცეული ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ფილმის ბმული: ALL ABOUT MY MOTHER

Closer

ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი  ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს ხვდება.

ფილმის ბმული: Closer

Breakfast at Tiffany’s

კიდევ ერთი ფილმი-კლასიკა, სადაც ოდრი, როგორც ყოველთვის, განუმეორებელია.

ფილმის ბმული: Breakfast at Tiffany’s

STEEL MAGNOLIAS

ჭეშმარიტად ქალური დრამა, რომელიც სილამაზის სალონში მოსული ადამიანების პატარა, ტრაგიკულ და სულისშემძვრელ ისტორიებზე მოგვითხრობს.
ფილმის ბმული: Steel Magnolias

რომელია შენი საყვარელი ფილმი?

View Results

Loading ... Loading ...
მსგავსი სტატიები

შენ რას იტყვი?