მადლიერების დღე ამერიკაში ყოველწლიურად გრანდიოზული შოუთი აღინიშნება.

წლევანდელი წლის მადლიერების დღეც არ იყო გამონაკლისი და რიგით 85 აღლუმი ნიუ-იორკში, ბროდვეიზე გრანდიოზული ცერემონიით აღინიშნა. აღლუმი უზარმაზარმა გასაბერმა ანიმაციის გმირებმა გახსნეს.

შემდეგ გამოჩნდნენ ბროდვეის მოცეკვავეები,მათ შორის იყო ჰარი პოტერის ვარსკვლავი, ინგლისელი მსახიობი, დენიელ რედკლიფი, რომელმაც მოცეკვავეებთან ერთად სახალისო შოუ დადგა და მათთან ერთად იცეკვა. ლაივ პერფორმანსი შეასრულეს მომღერლებმა: ავრილ ლავინმა, კობრა სტარშიპმა, მერიჯი ბლაიჯმა და ლეო გრინმა და სხვებმა.

წლევანდელ წელს მადლიერების დღის აღლუმში მონაწილეობას იღებდა: 800 ჯამბაზი, 1600 მოცეკვავე და 27 უზარმაზარი გასაბერი სათამაშო. შოუს მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

მადლიერების დღის აღლუმი აღნიშვნა სათავეს იღებს 1942 წლიდან, როდესაც  ბროდვეიზე პირველად გამოჩნდა ჰელიუმით გაბერილი, რეზინის ანიმაციური გმირები.