Home მნიშვნელოვანი

ხშირად მქონია შემთხვევა, როცა თანამოსაუბრე უცებ წყვეტს კამათს და ცხვირაბზუებული მეუბნება: „აუ, შენ ფემინისტი ხარ?“

რატომღაც სიტყვა „ფემინისტს“ ისეთი ნეგატიური ემოცია მოაქვთ ადამიანებში, რომ ძალაუნებურად ვიწყებ იმის მტკიცებას, რომ ავტომატურად ფემინისტი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც, მინიმუმ, ცოლების ცემა-ტყეპის ან მკვლელობის შემთხვევებზე თმები ყალყზე უდგება.

და საერთოდაც, ვინ არის ფემინისტი?

1. ის, ვინც წინააღმდეგია ქალის დაჩაგვრის.

2. ის, ვინც ფიქრობს, რომ ქალი არ უნდა მოკლან.

3. ის, ვინც ფიქრობს, რომ ქალი არ უნდა სცემონ.

4. ის, ვინც თვლის, რომ ქალმაც უნდა მისცეს ხმა არჩევნებში.

5. ის, ვინც ფიქრობს, რომ ჭკუას არ აქვს სქესი და ქალებშიც და მამაკაცებშიც მრავლად მოიპოვებიან სულელებიც და ჭკვიანებიც.

gender-equality

6. ის, ვინც ფიქრობს, რომ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი არაა აუცილებელი მამაკაცი იყოს.

7. ის, ვინც ფიქრობს, რომ ქალის ერთადერთი მოვალეობა გამრავლება არაა.

8. ის, ვინც უშვებს, რომ ქალიც შეიძლება მართავდეს ავტომობილს კაცზე უკეთ.

9. ის, ვინ ფიქრობს, რომ შვილს ორივე მშობლის ყურადღება თანაბრად სჭირდება.

10. ის, ვინც მიიჩნევს, რომ სელექციური აბორტი დაუშვებელია.

11. ის, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, უმაღლესი განათლება სჭირდება თუ არა და ეს არ უნდა განისაზღვრებოდეს სქესით.

12. ის, ვინც ფიქრობს, რომ არ არსებობს პროფესიები, რომლებიც იყოფიან სქესის მიხედვით და წარმოუდგენია ქალი – პილოტად და მამაკაცი – მზარეულად.

13. ის, ვინც ფიქრობს, რომ სამსახურიდან მოსული ადამიანი, კაციც და ქალიც, ერთნაირად დაღლილია და ჯერ უნდა ივახშმოს, დაისვენოს და მერე გააკეთოს სახლის საქმე. და თუკი კაცს შეუძლია სამსახურის მერე სახლში არაფერი აკეთოს, ქალსაც უნდა შეეძლოს ასე.

14. ის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანმა უნდა იმუშავოს და იშრომოს.

15. ის, ვინ ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს იმ სფეროში, სადაც მას სურს და გამოსდის და ამაში მიიღოს ანაზღაურება.

16. ის, ვინც ფიქრობს, რომ უფროსი, რომელიც ფეხმძიმე ქალს არ აიყვანს სამსახურში იმიტომ, რომ მერე მისი დეკრეტულ შვებულებაში გაშვება მოუწევს, ღორია.

17. ის, ვინც ფიქრობს, რომ ქალი არ უნდა გააუპატიურო.

18. ის, ვინც ფიქრობს, რომ უცნობი (ან ნაცნობი) ქალი ქუჩაში არ უნდა შეავიწროვო.

19. ის, ვინც ფიქრობს, რომ დაუშვებელია სექსუალური ძალადობა.

20. ის, ვინც ფიქრობს, რომ ყველას აქვს გართობის და ბედნიერების უფლება.

21. ის, ვინც მიიჩნევს, რომ ცოლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა და მოიცავს შემდეგ პროფესიებს: 1. პროფესიონალ ფსიქოლოგობას, 2. მეძავობას, 3. ძიძობას, 4. დაწყებითი კლასების მასწავლებლობას, 5. დამლაგებლობას, 6. მრეცხავობას, 7. ჭურჭლის მრეცხავობას, 8. ლოჯისტიკის მენეჯერობას, 9. მზარეულობას, 10. ხანდახან – მკერავობას, 11. ინტერიერის დიზაინერობას… – რამდენს უხდიან ამ პროფესიის წარმომადგენლებს თვეში?

ალბათ ხვდები, რომ ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, გამექრო მითები იმ არარსებული ქალის შესახებ, რომელიც ბიჭურად იცვამს და მოკლე ვარცხნილობას ატარებს, იგინება, იფურთხება, ყვირის და გაუგებარი უფლებების დაცვას მოითხოვს. :)

თუ უკვე წაიკითხე ეს ჩამონათვალი და აქედან უმეტესობას მაინც ეთანხმები, მაშინ გილოცავ, შენც ჩემსავით ფემინისტი ყოფილხარ.

12 კომენტარი to this post
  1. ამ ყველა პუნქტს ყველა ნორმალური ადამიანი უნდა ფიქრობდეს, ეს ფემინიზმი კი არა – საღი აზრია.

    ფემინიზმმა თავისი საქმე გააკეთა, ქალები კანონის წინაშე კაცებს გაუთანაბრა და მეტი უფლებებიც კი მისცა (ბევრ დასავლურ ქვეყანაში). ეხლა (საღი აზრის ქონის შემთხვევაში), ნამდვილი ფემინიზმი აღარაა საჭირო.

    დღეს ფემინიზმს იმიტომ აქვს ცუდი სახელი, რომ ძირითადად “ფემინისტების” უმრავლესობა (რომლებსაც მოძრაობის ღირებულებებზეც კი არ აქვთ წარმოდგენა) ცდილობენ, კაცების უფლებები მიიღონ კაცების პასუხისმგებლობების აღების გარეშე (და თან ქალის პრივილეგიებიც დაიტოვონ).

    ესეთი “ფემინისტები” “ქართველი ვაჟკაცის” ქალი ვარიანტები არიან, მეტი არაფერი.

    ამას ვერ შეცვლი, სანამ ამ “ფემინისტებს” არ გააჩერებ. და ვერც ვეღარასდროს აღუდგენ ფემინიზმს რეპუტაციას.

  2. 21-ე პუნქტის გარდა, 21-ე აბსოლუტური სისულელეა. საათობრივი ანაზღაურებით 500 ლარიც კი არ გამოვა, “აქ კარადა ხომ არ დავდგათ” ინტერიერის დიზაინერობა არაა (და თან ამაში კაციც ეხმარება), და ჩამოთვლილი ყველაფერი კაცსაც უნდა შეეძლოს (ოჯახითაც და გარეშეც).

    ცოლობა მართლა ძალიან რთულია, რადგან არც ერთი ამბიციური ადამიანი ამდენ მოსაწყენ და მოსაბეზრებელ საქმეს არ მოჰკიდებს ხელს ყოველდღე, რამე აზრიანით დაკავდება. ეს დამცირება არაა, პირიქით, ისევე როგორც “ოჯახის კაცები”, ცოლებიც პატივსაცემი და დასაფასებელი ადამიანები არიან, რადგან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ჰკიდებენ ხელს და ამდენ შრომას დებენ.

  3. ყოველთვის, იგივეს ვამბობ მეც ! ! ! ფმეინიზმი არ ნიშნავს კაცის სიძულვილს, ფემინიზმი არის ქალის უფლლებების დაცვა. და ის რომ კაცმა სიცივეში ჯაკეტი მოგაცვას და კარგი გაგიღოსს სულაც არ ნიშნავს იმას რომ შენი უფლელებები დაირღვა, უბრალოდ ქალი ხარ და ეს ჯენლტმენობაა და მეტი არაფერი ^_ ^

  4. პირველი 3 პუნქტი უკვე პროვოკაციული და არასწორია! – მხოლოდ იმის გამო რომ ქალია! არავინ არ კლავს, არ სცემს, არ ჩაგრავს მხოლოდ იმიტომ რომ ქალია! თუ ესე განვაზოგადებთ მაშინ ყველა კაცი ყველა ქალის მიმართ ესე უნდა იქცეოდეს და თან უმიზეზოდ! და ყველა კაცი ესე იქცევა? თუ ჩაგვრა,მკვლელობა ან ცემა ხდება კონკრეტული შემთხვევის და კონკრეტული პიროვნებების პრობლემაა და აქ არაფერ შუაშია გენდერი! ასე რომ ფემინისტებო თქვენც არ გესმით წესივრად რა არის ფემინიზმი!

    • ცდები. ზოგ შემთხვევაში ძალადობა სწორედ იმიტომ ხდება რომ მსხვერპლი ქალია. მაგალითად ქალის ცემა ან რაიმე უარესის გაკეთება იმის გამო რომ ქალს შელახული ქალწულობის აპკი აღმოაჩნდა (მამაკაცს არავინ არ სცემს იმის გამო რომ მრავალი პარტნიორი ყავდა წარსულში). ეს ზუსტად ის შემთხვევაა როცა გენდერი არის გადამწყვეტი ფაქტორი. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება მაგრამ მგონი გასაგებია უკვე რისი თქმაც მინდა.
      კონკრეტული პიროვნების პრობლემა არასოდეს არ არის ძალადობა, არც ქალზე და არც კაცზე. გენდერული ძალადობა არის განპირობებული უამრავი ფსიქო-სოციალური ფაქტორით მათ შორის სტერეოტიპებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული ქალის და მამაკაცის როლებით, ძალადობის კულტურით ზოგიერთ კონტექსტში, არასწორი აღზრდით დ.ა.შ. გენდრული ნიშნით ძალადობის უარყოფა სასაცილოა, მითუმეტეს დღეს, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკვეთება ინციდენტები რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ქალზე ძალადობის ფაქტებს მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია.
      ფემინისტებს კი გვესმის “წესივრად” ფემინიზმის შინაარსი, მაგრამ ადამიანები რომ შენსავით ფიქრობენ ეს მხოლოდ საზოგადოების არაინფორმირებულობაზე, გაბატონებულ სტერეოტიპებსა და გენდერულ როლებზე მიუთითებს.

  5. მთლიანობაში კარგადაა დაწერილი, მადლობა ავტორს! თუმცა უკვე რამდენიმე სხვადასხვა მსგავსი შინაარსის სტატიაში შემხვდა ეს უცნაური “მეძავი”-ს ფენომენი რომელიც მართლა ძალიან მაკვირვებს :). პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემთვის სექსი მეძავობასთან და პროსტიტუციასთან არ ასოცირდება. პირიქით, სექსი არის სიყვარულის აქტი როგორც ქალისთვის ისე მამაკაცისთვის. ვფიქრობ რომ სიტყვა “საყვარელი” უფრო სწორი იქნებოდა ამ კონტექსტში.

შენ რას იტყვი?