Home მნიშვნელოვანი

თავი დააღწიე მოძალადე ოჯახის წევრს, წამოხვედი სახლიდან, მაგრამ წასასვლელი არსად გაქვს. ბუნებრივია, ქუჩაში ვერ დაიძინებ. ვერც ნათესავებს შეაწუხებ დიდი ხნით. რას აკეთებ შემდგომ?

საქართველოს კანონით ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ:

თავშესაფარი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი, ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი რეაბილიტაციის წესს.

bigstockDomesticViolenceWithYoungM34740530

მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში

ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.

თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში, ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.shelter

კრიზისული ცენტრი

ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (და მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;

კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას.

კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში, მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.

charity

გაგიკვირდება და მოძალადეებსაც სჭირდება რეაბილიტაცია, კანონმა არც ისინი დაივიწყა.

კერძოდ:

მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები

მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და გაჯანსაღებისკენ, ცალკეული მავნე ჩვევებისგან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას) პირის განკურნებისა და რეაბილიტაციისკენ და დაკავშირებულია ძალადობის შემდგომი გამოვლინების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2015 წლის პირველ ივლისამდე, აღნიშნული მუხლის მოქმედება შეჩერებულია.

გადახედე ჩვენს სტატიებს ძალადობის თემაზე და იყავი დაცული!

შენ რას იტყვი?