Home მნიშვნელოვანი

ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა:

ძალადობა არის – სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია;

b1ff32cbacb4d0d7da5a981773977960
როგორც ჩვენი ძველი სტატიებიდან შეიტყვე, განასხვავებენ ძალადობის რამდენიმე სახეს, მაგრამ ყოველი მათგანი თავის თავში კიდევ მოცავს კანონმდებლობით დასჯდად ქმედებებს, კერძოდ:

1. ფიზიკური ძალადობა

vio
ეს არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; აგრეთვე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ცემა – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია);

წამება – პირისათვის, მისი ახლო ნათესავისთვის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისთვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება, ან პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის; დასჯადია, აგრეთვე, წამების მუქარაც.

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება – სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან;

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება – დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია განზრახ მძიმე დაზიანება, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან;

თავისუფლების უკანონო აღკვეთა – როდესაც პირი სხვა პირს არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, საშუალებას და/ან იძულებით გადააადგილებს ერთი ადგილიდან სხვა მიმართულებით, ისე, რომ მას ამის უფლება არც პროფესიული საქმიანობიდან და არც სხვა გარემოებიდან გამომდინარე არ აქვს.

2. ფსიქოლოგიური ძალადობა

ca855ef9060240bb75065777c06cb5ec

თავის თავში მოიცავს: შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

მუქარა – სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

3. იძულება

63ffdec853b5574c1cbc2956993c33ce

ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

4. სექსუალური ძალადობა

6e4f9c4dab3fee361f7d31bc5577feb7

სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

გაუპატიურება – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით;

სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება – მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით;

სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება – სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით;

სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან – სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;

გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;

5. ეკონომიკური ძალადობა

v2

ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბათილია იძულებით დადებული ხელშეკრულება, ასე რომ თუ ვინმე გარიგების დადებას გაიძულებს ნებისმიერი საშუალებით, შეგიძლია მოითხოვო მისი ბათილად ცნობა, როგორც კი მოგეცემა შესაძლებლობა, კერძოდ, ძალადობის განხორციელების დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კი ერთ-ერთ პუნქტში მაინც მსხვერპლად შეიცანი თავი, ე.ი. შენი უფლებები ირღვევა და შეგიძლია მოითხოვო მათი დაცვა, აღდგენა და/ან ზიანის ანაზღაურება, ხოლო ის, ვინც მოძალადეა, გააუვნელჰყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, რათა ხვალ სხვა არ აღმოჩდეს შენს ადგილას.

შენ რას იტყვი?