UN Women Ads

ეს სარეკლამო პოსტერების სერია, დუბაიში არსებულმა Memac Ogilvy & Mather-მა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის (UN Women) შექმნა. პოსტერები საძიებო სისტემა Google-ის ნამდვილ რეზულტატებს იყენებს, რათა გამოავლინოს ფართოდ გავრცელებული სექსიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები ქალთა წინააღმდეგ. 2013 წლის 9 მარტის ძიების შედეგებზე დაყრდნობით, სარეკლამო პოსტერებზე გამოხატულია რეალური ნეგატიური განწყობები სტერეოტიპიზმიდან დაწყებული, ქალთა უფლებების პირდაპირ უარყოფამდე.

“ჩვენს მიერ აღმოჩენილი ეს ძიების შედეგები იმდენად შოკისმომგვრელი და ნეგატიური იყო, გადავწყვიტეთ რამე აუცილებლად გვეღონა,” აცხადებს კრისტოფერ ჰანტი, კრეატიული გუნდის არტ დირექტორი. საბოლოოდ იდეა განვითარდა და Google-ში ნაპოვნი შედეგები ქალების პორტრეტებს პირზე დაადეს, რაც სიმბოლურად აღნიშნავს მათი ხმების ჩახშობას.

“ეს პოსტერები შოკისმომგვრელია, რადგან ისინი ცხადად გვაჩვენებს, თუ რამდენი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი სქესთა შორის თანასწორობის მისაღწევად. ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი შეტყობინება ყველასთვის და იმედი გვაქვს ეს შეტყობინება მასობრივად გავრცელდება,” ამატებს ქოფირაითერი კარიმ შუჰაიბარი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ეს შედეგები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ საჭიროა ქალთა უფლებების დაცვისთვის, გაძლიერებისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლა, რაც ამ ორგანიზაციის უპირველესი მიზანია.

- ქალები სახლში უნდა რჩებოდნენ; - ქალები მონები უნდა იყვნენ; - ქალები სამზარეულოში უნდა იყვნენ; - ქალებმა ეკლესიაში არ უნდა ილაპარაკონ.
– ქალები სახლში უნდა რჩებოდნენ;
– ქალები მონები უნდა იყვნენ;
– ქალები სამზარეულოში უნდა იყვნენ;
– ქალებმა ეკლესიაში არ უნდა ილაპარაკონ.
- ქალებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები; - ქალებმა არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა; - ქალებმა არ უნდა იმუშაონ; - ქალები ბოქსზე არ უნდა დადიოდნენ;
– ქალებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები;
– ქალებმა არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა;
– ქალებმა არ უნდა იმუშავონ;
– ქალები ბოქსზე არ უნდა დადიოდნენ;
– ქალებს სჭირდებათ თავის ადგილის მიჩენა;
– ქალებმა უნდა იცოდნენ თავისი ადგილი;
– ქალები უნდა აკონტროლო;
– ქალები უნდა დასაჯო.
– ქალებს არ შეუძლიათ მანქანის ტარება;
– ქალებს არ შეუძლიათ ეპისკოპოსობა;
– ქალებს არ უნდა ენდო;
– ქალებს არ შეუძლიათ ეკლესიაში საუბარი.

P.S. UN Women-მა შექმნა სპეციალური ჰაშტაგი ტვიტერზე – #womenshould, რომლის თანხლებითაც ყველა მსურველს შეუძლია დაწეროს გამამხნევებელი გზავნილი ქალების მიმართ.