Home მნიშვნელოვანი

kacebisaxlisdalageba

რა არის გენდერული თანასწორობა?

გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები. ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება. უფრო მარტივად და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გენდერული თანასწორობაა სქესთა თანასწორობა ანუ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ორივე სქესისთვის.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ჩვენს ქვეყანაში გენდერის აღქმა განსხვავებულია და არსებობს არც თუ სახარბიელო პრეცედენტები. რთულია, უკუაგდო ის პრინციპები და ტრადიციები, რომელიც დღეს განსაკუთრებით მტკივნეულია. მტკივნეულია, როცა შენ მიმართ არასწორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი ხარ.

კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ მამაკაცების დამოკიდებულების და საოჯახო საქმეებში მათი ჩართულობის გამოვლენა იყო. გამოკითხვა იყო ანონიმური, რაც მისი სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. გთავაზობთ “გაეროს მოსახლეობის ფონდის” დაფინანსებით განხორციელებული კვლევის შედეგებს, რომელიც ამ სამი ძირითადი დებულების მიხედვით განხორციელდა:

ბავშვების მოვლა ძირითადად დედების მოვალეობაა.

View Results

Loading ... Loading ...

ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის

View Results

Loading ... Loading ...

ქალმა უნდა მოითმინოს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა, რათა შეინარჩუნოს ოჯახი

View Results

Loading ... Loading ...

ლოიალურად განწყობილთა ჯგუფში მოხვდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც სამივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა და სამწუხაროდ მათი რაოდენობა მხოლოდ 3,7 %-ს შეადგენდა. რეზისტენტულები, ანუ უარყოფითად განწყობილთა ჯგუფი ამ კითხვებზე დადებითი პასუხებით გამოვლინდა და მათი  პროცენტული მაჩვენებელი 45,5%-ს შეადგენს. ოპორტუნისტების ანუ იმ ადამიანთა ჯგუფის, რომლებიც რაღაც საკითხში ეთანხმებიან ზემოთ მოცემულ დებულებებს და რაღაც საკითხში არა, რაოდენობა 50,8%-ს შეადგენს.

გენდერული სიბრმავე

წლები გადის, თაობები იცვლებიან. თუმცა ამ გამოკვლევების მიხედვით მენტალობა და არასწორი სტერეოტიპები უცვლელი რჩება. გენდერული თანასწორობა ასოცირდება ფემინიზმთან, ფემინიზმი პრობლემად განიხილავს დისკრიმინაციას და ექსპლოატაციას სქესის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და არა მამაკაცს, როგორც ეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჰგონია.

თვითონ ფაქტი და გამოკითხვის პასუხები  აღმაშფოთებელია. ყველაზე გულდასაწყვეტი, რაც ამ გამოკითხვის მიხედვით გამოვლინდა: ქალბატონების დამოკიდებულება ოჯახის პატრიარქალური წყობილების მიმართ. არაფრის შეცვლას ვცდილობთ ე.ი ვაღიარებთ კაცების ძალაუფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ჩვენი საქმეა:

  • ბავშვებზე ზრუნვა
  • საყიდლებზე სიარული
  • სადილის მომზადება და სხვა წვრილმანი (მაგრამ საკმაოდ დამღლელი) საოჯახო საქმეები
  • ამ ყველაფერთან ერთად ხშირ შემთხვევაში სამსახურის შეთავსებაც გვიწევს. ფაქტობრივად მთელი დღე განუწყვეტელ შრომაში ვართ.

მიჩნდება კითხვა: რატომ? ნუთუ არ შეიძლება სხვაგვარად? მთავარია თვალები გავახილოთ, დავინახოთ პრობლემა და მისი გადაჭრის გზებზეც ვიზრუნოთ. ვირწმუნოთ ჩვენი სიძლიერე, მოვინდომოთ, მოვთხოვოთ ჩვენს მეუღლეებს გენდერული ბალანსის დაცვა. გავაგებინოთ, რომ მასაც შეუძლია (უფრო მეტიც მისი მოვალეობაა):

  • წაიყვანოს და მოიყვანოს ბავშები ბაღში, სკოლაში ან სხვადასხვა წრეებზე
  • ბავშებს წაუკითხოს წიგნები ან ესაუბროს სხვადასხვა თემებზე
  • მოიმზადოს საუზმე და გარეცხოს საკუთარი ჭურჭელი
  • გააუთოოს საკუთარი შარვალი ან პერანგი
  • გაასწოროს საწოლი
  • ჩართოს სარეცხი მანქანა
  • დაალაგოს საკუთარი გარდერობი
  • დაალაგოს აბაზანა შხაპის მიღების შემდეგ.

ამ პუნქტების ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაიღებს. შეგიძლიათ შეავსოთ საკუთარი მოსაზრებებითაც. მოვინდომოთ, რომ იყოს ჩვენს ოჯახში თანაბარი უფლებები და გენდერული თანასწორობა. ვაგრძნობინოთ კაცებს, რომ მათ ეს შეუძლიათ. ასე უფრო მარტივი, სასიამოვნო და იოლია ცხოვრება.

თავად ცხრა წლიანი ოჯახური თანაცხოვრების განმავლობაში ბევრ პრობლემას გადავაწყდი ამ მხრივ. მეუღლესთან ხშირი კამათი და უსიამოვნებაც ჩვეული მოვლენა იყო. ვერ ხვდებოდა რატომ უნდა გაეკეთებინა თავად, როცა ეს მეც მშვენივრად შემეძლო, ამიტომ მუდამ საპირისპიროს ვუმტკიცებდი მანამ, სანამ არ მიხვდა, რომ მთავარი შესაძლებლობები კი არა ურთიერთგაგება, მოვალეობების თანაბრად გადანაწილება და გენდერული ბალანსის დაცვაა.

ნუ მისცემ საზოგადოებრივ დოგმებს საშუალებას განსაზღვროს შენი ცხოვრების წესი. იცხოვრე ისე, როგორც გსურს, გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გინდა და დაიცავი შენი უფლებები!

23 კომენტარი to this post
    • “მაინც ვერაფერს შევცვლი” არის დამღუპველი პოზიცია. ჯობია მუდმივად იბრძოლო, იმისათვის, რასაც ფიქრობ რომ სწორია, ვიდრე შეეგუო დისკომფორტ. და არ ეხება ეს მხოლოდ ოჯახში ფუნქციების გადანაწილებას. ზოგადად, ცხოვრებაში.

      ჩემის მოკრძალებული აზრით.

      • აბსოლუტურად გეთანხმები, სალო და ამ კომენტარმა ძალიან დამწყვიტა გული :(

  1. ცხადია, არსებობს უფლებები და მოვალეობები. აუცილებელია, რომ ქალებისა და მამაკაცების უფლებები იყოს ერთნაირი, ხოლო რაც შეეხება მოვალეობებს, ქალი ვერ იმუშავებს ჩარხზე, კაცი კი ( დიდი ალბათობით ) სამზარეულოში სულ ვერ იფუსფუსებს.

  2. “მოიმზადოს საუზმე და გარეცხოს საკუთარი ჭურჭელი
    გააუთოოს საკუთარი შარვალი ან პერანგი
    გაასწოროს საწოლი
    ჩართოს სარეცხი მანქანა
    დაალაგოს საკუთარი გარდერობი
    დაალაგოს აბაზანა შხაპის მიღების შემდეგ.” – ბოლოს და ბოლოს, თავისი “არეულია” და არევა თუ შეუძლია, მილაგება რატომაა პრობლემაა?
    … ხო და გენდერული ბალანსი ოჯახსა და სამსახურში სულ სხვადასხვაა, მგონია.

  3. რასაც არ უდნა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს…“

    — თედორე დოსტოევსკი „ყმაწვილი

    • რაც არ უნდა გენიოსი იყოს კაცი, ამის თქმის უფლება მაინც არ აქვს! იმიტომ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია! ვერასოდეს კაცი ვერ გაიგებს, ქალის ბუნება როგორია!

  4. ქალი მაშინაა ბედნიერი,როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია.
    იმიტომ,რომ ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია.რომ გიყვარს,იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ ,ქალის ხვედრი როა ასეთი,როგორც ზოგიერთები ამბობენ…

    ჭილაძე

    • დოსტოევსკიც და ჭილაძეც კაცები იყვნენ და რას დაწერდნენ სხვას? :)))
      შვილს ქვეშევრდომი კი არა დედა ჭირდება, ვინც სწორად აღზრდის და ვისგანაც ისწავლის სიყვარულსა და არა, მოშუშული ხახვის სუნიანი, დაქანცული ქალი!

  5. me vfiqrob rom ufro bednieri viqnebodi mamachems ertxel mainc rom waekitxa chemtvis wigni dzilis win…me ar minda urtiertoba mqondes iset kactan romelic saojaxo movaleobebs chemtan ertad ar gainawilebs radgan piradi gamocdilebidan vici tu ra dznelia qalistvis es yvelaferi

  6. ჩემი მეგობარი მიყვებოდა როცა ბავშვი ერთ დღეს მამას მიყავდა მეორე დღეს დედას, ბაღის აღმზრდელმა გადაწყვიტა რომ ისინი განქორწინებულები იყვნენ…! რადგან დედა არ მუშაობდა და დიასახლისი იყო როგორ შეილებოდა მამას ეტარებინა ბაღში…
    მენტალობის და აღზრდის პრობლემააა… “ტეხავს” ბიჭისთვის თავის დროზე დედას და მერე ცოლს რომ მიეხმაროს და გაინაწილოს საოჯახოს აქმეები

  7. vaimee ekaa shen sheni azri ar gagachniaa?? maincdamainc didi adamianebis gamonatqvamebi unda imeoro tutiyushivit?? mxolod imitom rom mwerlebs tavis azri qondat imas ar nishnavs rom yvelafers unda daujeroo daukra tavi da igive imeoro.

  8. :) მანდილოსნებო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თქვენ რომლებიც თქვენს შვილს (ბიჭს) ზრდით ისე როგორც ნამდვილი მამაკაცი, მოგწონთ რომ იგი ინიციატორია, გადაწყვეტის უნარიანი, წინამძღოლი ანუ ნამდვილი ლიდერი. იგი მთელი ცხოვრება იზრდება იმ გაგებით რომ სხვანაირად იგი უღირსი ადამიანია და ცდილობს რომ ყოჩაღი იყოს ძლიერი და თავის სიმაღლეს ღირსეულად დაეპატრონოს. რატო არ გგონიათ რომ ქალის სიმაღლეზე თუ დავაყენებთ ასეთ გაზრდილ ვაშკაცს მას სერიოზულ შეურაწყოფას მივაყენებთ? თქვენი ბუნება რომ მიილტვის ასეთი მამაკაცისკენ როგორ ფიქრობთ დათმობს თქვენი მეორე ნახევარი ამ სიმაღლეებს? და თუ გინდათ რომ დათმოს მაშინ ნუღარ ზრდით ბიჭებს ვაშკაცებად გაზარდეთ ჩმორებად ნუ ექნება ამბიციები,ნუ იქნება მოწოდებული პირველობისთვის, დააჭერით ფრთები სანამ ბავშვია, ნუ იქნება თქვენი მეუღლე ოჯახის ნიწამძღოლი და დამცველი და ალბათ მიაღწევთ იმას რაც ჩაიფიქრეთ იგი აღარ იქნება ის რაც წესით უნდა იყოს კაცი მაგრამ სამაგიეროთ ჭურჭლის რეცხვაში მოგეხმარებათ მაგიდასაც აალაგებს ხოლმე პირველობასაც კი დაგითმობთ თუმცა ასეთი კაცის იმედზეც ისევ თქვენ უნდა იყოთ ;)

    • რომ გვკითხო წინსვლა/ განვითარება და ევროპეიზაცია გვინდა, მაგარმ სტერეოტიპულ აზროვნებას ვერაფერს ვუხერხებთ.ჯერ-ჯერობით ვერ გავითავისეთ, რომ ცოლის, საკუთარი შვილების დედის მხაედაჭერა / ხელშეწყობა ”გრეხი” არ არის და არ ”ტეხავს” არ ნიშნავს ჩმორობას და არაკაცობას. ალბათ სწოორად არ გვესმის ვაჟკაცობა და ეს ყველაფერი ამიტომაა. ლაშა, თქვენი კომენტარის ვერც ერთ ასპექტს ვერ დავეთანხმე და უბრალლოდ აღარ ვისაუბრებ მატზე, საკმაოდ შორს წავალთ. ტანაც მხოლოდ ”საოჯახო საქმეებს” შეეხეთ , მაშინ როცა გენდერული ბალანსის ერთ-ერტი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვის ჯანსაღად აღზრდაა. და ბოლოს, პატარა რიტორიკა.. ვისთან გვჩირდება კაცობის, ლიდერობის, სიძლიერის დამტკიცება, ” სიმაღლეების განსაზღვრა” და ”უპირატესობის” გამოვლინება? მეორე ნახევართან???

  9. chemi qmari bavshvebis agzrdashic mexmareba, saojaxo saqmebshic da amavdroulad is namdvili lideria. yoveltvis maqvs misi imedi da ojaxis winamdzgolic aris. ase rom lasha chemo kargo dzalian iolia shen sayvarel adaminas gverdshi amoudge da daexmaro da amavdroulad sxva ragaceebic aketo.

  10. ჩემი აზრით კი ორი ადამიანი ისე აწყობს ურთიერტობას როგორც თვითონ უნდათ,და ვერავინ ვერ გადაწყვიტავს ვინს იყოს უფროსიი…ასე რომ ჩემო კარგებოო რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ არაფერი არ იცვლება და კიდეც რომ ვიმუშაო და საოჯახოო საქმეებიც ვაკეტოო არ ვტვლი რომ სტრესიაა,მთავარია ურთიერთ გაგება :) და სამართლებრივად თანასწორებიი ვართ მაგრამ მამაკაციი მაინცის ტუნდაც ცუდი ქცევა რამდენადაც გამართლდება ქალს მაგდენად ვერ გაამართლებ ეს ყველამ ვიციიტ კიდევაც რომ არ დამეტანხმოთ ანუ უპირატესობა მაინც იგრდზნობა და ირღვევა გენბდერული ბალანსი:)

  11. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძალიან უაზრო სტატისტიკებია და ძალიან უაზრო ვიდეო იყო გაკეთებული, ჯერ ერთი იმიტომ რომ კაცი მუშაობს ქალი ხშირად სახლშია და უფრო მეტს დაალაგებს და გაზრდის ბავშვს აბა რა იქნება. მეორე ის რომ დილის 9 ზე რო გავა და საღამოს 7 ზე რო მოვა, ქალმა დაახვედროს სარეცხი ტანსაცმელი იქნება თუ ჭურჭელი, ან სახლი იყოს დასალაგებელი აი მართლა ვეღარ ვხვდები მაშინ ქალის დანიშნულებას.

    10000% ვეთანხმები იმას რომ კაცი უნდა იღებდეს ბავშვის გაზრდაში მონაწილეობას აბა ისე რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, და თუ ცოლს უჭირს ან რაღაც პრობლემაა და შეუძლია კაცს უნდა დაეხმაროს ყველა საოჯახო საქმეში იმიტორო ოჯახი ერთი მთლიანია, მარა რასაც აქ ითხოვთ ასე როგორც ჩვენ ვაკეთებთ კაცებმაც აკეთონო კაი რა…

    მერე ეს ჩემი ფანტაზია არაა და არც ვიგონებ მაგრამ პაქტია რომ ქალის და კაცის თვინი ერთმანეთისგან გასხვავდება ეს არის ფაქტი შეგიძლიათ უამრავი მასალა ნახოთ ინთერნეტში 90% ამას ადასტურებს, ხოდა თუ ტვინია განსხვავებული შესაბამისად რაღაც აზროვნების დონეც არის ცოტათი განსხვავებული ხო? ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ხო ფაქტია რომ ქალები უფრო ცუდად ატარებენ მანქანას ვიდრე კაცები, მე ყველა ქალძე არ ვამბობ, ვგულისხმობ ზოგადად კაცების და ქალების შედარებას, ასევე ქალი მიდის მაღაზიაში დადის 251152252 საათი და კაცი 10 ცუთი ანდომებს ამას ყველაფერს, ანუ პაქტია რომ ზალიან განვსხავდებით და ის რასაც თქვენ ამბობთ რომ ყველაფერში ვიყოთ თანაბარიო ფაქტია რომ უკვე ცოტა სისულელე გამოდის რადგან ყოველთვის იქნება რაღაც საქმე რაშიც კაცი აჯობებს ქალს და იქნება ყოველთვის რაღაც საქმე რაშიც ქალი აჯობებს კაცს, ხოდა მოდით ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება, რაც შეეხება იმის გაგებას როგორ გავიგოთ ვისი რა საქმეაო და ა.შ…. ამას მე ვერ გეტყვით რადგან ზოგ კაცზე მაგარი ზოგი ქალია და პირიქით შეხედეთ შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და მეუღლის და მერე გადაწყდეს ვის რა საქმე ქონდეს ზოგ ოჯახში შეიძლება ქალიც გამოდგეს უფრო ყოჩაღი მაგრამ ყველა ოჯახში არიქა ერთნაირად ვყოთო არ გამოვა მასე ჩემი აზრით სწორი და კარგი. ერთი ვიცი რო აგერ ღმერთიც გეუბნებათ დაუჯერეთ და ოჯახში მთავარი იყოს კაციო, დიდი პატივისცემით მართლა ქალებო, ბოლო ბოლო დედაჩემიც გადის ხო იმ ყველაფერში რასაც ეხლა ვწერ მაგრამ ცოტა მე ლამაზად რომ ვთქვა ეს ოჯახში 50/50 ზე ცოტა სულელურად მეჩვენება.

  12. pirvel rigshi am chamonatvalshi iseti ragaceebi eria rac kacs ar axerxeba gana ar unda rom gaaketos.mshoblebis brlia dgevandeli utanasworoba shvilebs emsxurebian da eubnebian ols ro moiyvan is mogemsaxureba mereo,agzrdis problemaa pirvel rigshi,tumca chemi meugle amatgn bevr rames aketebs hemtan ertad,da mixaria rom im 5 procents chvenc mivekutvnebit vinc mshobirobaze daescro cols da arc uchmod cydeba aranairi sakitxi ojaxshi,chven nu davushvebt shecdomas da chveni shvilebi gavzardot ise rom mat momavalshi mainc iyves gendeuli tanascoroba

  13. მე როგორც ქალი უარს ვაცხადებ ვიყო თანასწორი ზოგიერთ ,,ცალფაზიანთან”, განსაკუთრებით ამათი კომენტარების წაკითვის შემდეგ…. ვიდეო ძალიან მომეწონა. დიახაც ცუდად ვატარებ მანქანას , მაგრამ მაინც მშვენივრად მივდივარ დანიშნულების ადგილზე და 5 წუთში ვაკეთებ იმ საქმეს რასაც კაცები 5 დღეში ვერ მოაგვარებენ. პარალელურად ბევრ რამეს ვასწრებ კიდევ. ქალბატონებო მაგრად დადექით და თავი არავის დააჩაგვრინოთ, თუ არ მოგეხმარებიან ამოხდენიათ ჭუჭყში და დაულაგებელში სული , ნუ მოიკლავთ თავებს და ნუ ჩაიწყვიტავთ წელებს. ნუ დაიბერებთ ნაადრევად თავებს, მერე ვიღაცა ტინგიცს გაეკიდებიან და მიხვდებით რო სულ ტყუილად გიხეხიათ ,,მასტიკით” იატაკები, მაინც არავინაა დამნახავი. კაი ქმარი კი იმსახურებს ბატონო და თავისითაც გაგიფრთხილდებათ. მონობა ვისაც უნდა რა პრობლემაა იყვნენ მონები, დედოფლობას კი ცოტა მეტი ბრძლა სჭირდება. .. ყოველშემთხვევაში ორივე საჭიროა. ..

  14. ვინც მონა არის (გინდა ქალი და გინდა კაცი) ის სადაც არ უნდა იყოს ყველგან მონა იქნება და ვინც პიროვნებაა ის ყველგან თავის სიმაღლეზე იდგება. ქალებო მგონი თქვენი პრობლემა უფრო იმაშია რომ შეურაწყოფილად გრძნობთ თავებს როცა სამზარეულოში გიწევთ ტრიალი ან ალაგებთ ან რეცხავთ მგონი დღეს აღარ არის პრობლემა სარეცხ მანქანაში შეყარო თეთრეული მისცე პროგრამა ან მშიერ და დაღლილ ქმარს საჭმელი დაახვედრო როდესაც მრავალი დამხმარე საშუალებებია სამზარეულოშიც მე პირადად ბევრ ქალზე უკეთესად ვაკეთებ საჭმელს და საახალწლოდ და სარვამარტოდ მეც მიწევს სამზარეულოში ტრიალი არის კერძები რომელსაც ხელსაც კი არ მოვაკიდებინებ ქალს (ჩაქაფული, მწვადი, ხაშლამა, შქმერული და ა შ) :))) და ამ დროს თავს შეურაწყოფილად ნამდვილად არ ვგრძნობ და თქვენ რომ საღამოს ცხელი საჭმელი გვაჭამოთ დაღლილ და მშიერ კაცებს და ოჯახი აყრილ დაყრილი არ დაგვახვედროთ მგონი ძალიან ძნელი არ არის. ევროპაში არსებობს გენდერული თანასწორობა და არცერთი ქვეყანა არ მეგულება (ევროპული) სადაც ქალი არ არის დიასახლისი ასე რომ თანასწორობა სულაც არ ნიშნავს ჩვენი ფუნქციებისგან განთავისუფლებას უბრალოდ უღელში თუ შეყობთ თავს უნდა იცოდეთ რომ ოჯახის გამო მოგიწევთ ბევრი საქმის კეთება არა მარტო ქალებს არამედ ჩვენც

შენ რას იტყვი?