Home მნიშვნელოვანი

დღეს დილით თინა მახარაძე მიგზავნის ლინკს სტატიაზე სადაც ჩემი სახელი ფიგურირებს და მეკითხება, ხომ მშვიდობა მაქვს. სტატიას შეგიძლიათ გადახედოთ. გარდა იმისა რომ სარეკლამო სტატიადაა მონიშნული, თან სასაცილოდ არ მეყო. იმის გამო, რომ სკოპიეში ვარ სამოგზაუროდ და ახლა გემრიელ საჭმელს უნდა მივირთმევდე ლამაზი ხედების ფონზე, გული მწყდება რომ ამ სტატიის წერას უნდა დავუთმო დრო, მაგრამ რას ვიზამ, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმისთვის დრო და ენერგია არ მენანება. :)

ალბათ მოგეხსენებათ გასულ წელს დეშელის შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ, რომელიც ისე გავირუსდა, დღემდე აქვს კომენტარები და ნახვები. როგორც ჩანს დეშელის მესვეურები უკმაყოფილონი არიან ჩემი აქტივობებით.

მივყვეთ აბზაც-აბზაც:

კომპანიის გახსნის პირველივე თვიდან  ინტერნეტში გაჩნდა საიტი, რომელზეც „დეშელის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარი დაიწყო.

პირველ რიგში, Pink.ge ინტერნეტში არსებობს 2009 წლიდან. მაშინ როდესაც საქართველოში “დეშელის” ჭაჭანებაც არ იყო.

წერდნენ, რომ კომპანიის მოსაცდელში მომსახურე პერსონალი მომხმარებელს ყავას სთავაზობს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებით არის გაჯერებული და ეს მათ კომპანიის ძვირადღირებული პროდუქციის შეძენას აიძულებს, თუმცა ბრალდებები იმდენად კომიკური და რეალობისგან შორს იყო, სტატიის მიმართ მალევე ცხრებოდა მკითხველთა ინტერესი.

რაც სტატიაში წერია, არის დეშელის უკმაყოფილო მომხმარებლების ინტერვიუები. ჩემი მოგონილი და შეთხზული არაფერი არ დამიწერია და გარდა ამისა, სტატიის მიმართ არასდროს დამცხრალა ინტერესი. მისი გამოქვეყნებიდან დღემდე სტატია 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა და მის ქვეშ 300-ზე მეტი კომენტარი დაიწერა.

წყარო: Google Analytics

წყარო: Google Analytics

გავხსენით თუ არა კომპანია, მეორე დღესვე დაიწყო ანტიპიარი ჩვენ წინააღმდეგ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დეშელის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, სანამ ჩემი ნაცნობის პოსტი არ წავიკითხე ფეისბუქზე, სადაც ის დედამისის მახეში გაბმაზე საუბრობდა და გადავწყვიტე, მომეძებნა სხვა დაზარალებულებიც და გამეფრთხილებინა სხვები, მომავალში არ დაეშვათ იგივე შეცდომები.

კონკრეტული ჟურნალისტი, მარიამ ტალახაძე ჯერ კიდევ ორი თვის გახსნილ კომპანიაზე ისეთ წინასიტყვაობას აკეთებდა თავისსავე საიტზე „ფინქ ჯი“ გავრცელებულ სტატიაზე, რომ მისი ჩანაფიქრი ნათელი იყო… „ეს სტატია ბოლოკმდე წაიკითხეთ, რათა უნებლიედ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ“

დიახ, ნათელია ჩემი ჩანაფიქრი, რომ ადამიანებს დავეხმარო, არა? :)

ეს მოწოდებაა, ფსიქოლოგიური ზეწოლაა ხალხზე, აგრეთვე პირდაპირი დანაშაულია, ვინაიდან ჟურნალისტის მიერ ხდება ცილისწამება და ყალბი ცნობების გავრცელება.

აჰა, თურმე ადამიანებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიცემა, რომ მათ რაციონალურად მიიღონ გადაწყვეტილებები, ყოფილა არათუ მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა არამედ დანაშაულიც კი. რა საინტერესოა.

თავისუფლად შეგვიძლია ამ სიტყვებისთვის ამ ჟურნალისტს სასამართლოში ვუჩივლოთ, თუმცა აქამდე თავს ვიკავებდით, ვინაიდან ქველმოქმედი კომპანია ვართ და არ ვერევით უთანხმოებებში.

ჩემს უკან მრავალი უკმაყოფილო და გაუბედურებული ადამიანი დგას, რომლებიც უკან არ დაიხევენ, საკუთარი პრობლემების გასასაჯაროებლად. გვიჩივლეთ ყველას.

ფაქტია ეს არის შეკვეთილი სტატია, არანაირი საფუძველი მას ჩვენი კომპანიის კრიტიკისა არ აქვს.

შეკვეთილი სტატია რომელიცაა, კარგად ჩანს პრაიმ ტაიმის საიტზე.

desheli2

მითუმეტეს როცა ეს სტატია გამოქვეყნდა ჯერ მომხმარებლები არც გვყავდა, რუსულ იაფფასიან ანტიპიარს აკოპირებდნენ და ხალხს ამ საფუძვლით ჩვენს წინააღმდეგ მოუწოდებდნენ, თუმცა რა შუაშია რუსეთი ჩვენთან? მას სხვა მმართველები ჰყავს, სხვა უამრავი კომპანიაა გახსნილი, არვიცით როგორ ემსახურებიან მომხმარებლებს და ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს შეპირებებზე და ხარისხზე.

ჩვენი სტატია გამოქვეყნდა 2014 წლის მარტში. როგორც დეშელის ფეისბუქის გვერდი იუწყება, მათ საქმიანობა დაიწყეს 2013 წლის 1 ნოემბერს. 5 თვის განმავლობაში თუ მომხმარებლები არ ჰყავდათ, აბა რას აკეთებდნენ? გარდა ამისა, მაშინ ის ხალხი ვინ იყო, ვინც ჩვენ ინტერვიუები მოგვცა?

აქვე, შთაგონებისთვის, დეშელისგან ფიზიკურად დაზარალებული მომხმარებლის, ხათო კვახაძის გამოცდილებაც გადაიკითხეთ. გპირდებით, სასიამოვნო საკითხავია. :)

ის ან ჩვენი რომელიმე სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლის ახლობელია ან რომელიმე კონკურენტი კომპანიიდან ფინანსდება.

არცერთი სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლის ახლობელი არ ვარ. არც კონკურენტი კომპანიიდან ვფინანსდები. ერთი თეთრი არ ამიღია დეშელისთან დაკავშირებულ ნებისმიერი სტატიის თუ პოსტის გამოქვეყნებაში.

ძალიან მეცინება და ამავე დროს მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ნებისმიერი კეთილშობილური საქციელის უკან აუცილებლად ქვენა-ზრახვები, პირადი და ფულადი დაინტერესება იმალება. უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება კი დანაშაული ყოფილა. გული მიკვდება ამ ადამიანების სიპატარავის გამო.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კომპანია, 150 ადამიანია დასაქმებული. სისტემა ისეთია, როგორიც ყველგან, ვინც ვერ მუშაობს, მიდის… ქოლცენტრშიც მუდმივად ვცვლით თანამშრომლებს. ამდენად ბევრი განაწყებენებული წასულა აქედან…

კიდევ ერთხელ, გული მომიკვდა :(

არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს რეალიზებული ამდენი ძვირადღირებული პროდუქტი. პირველივე წელს გაყიდვებით ათჯერ მეტი შედეგი გვქონდა სხვა კომპანიებთან შედარებით.

აკი, პირველი 5 თვე მომხმარებლები არ გვყავდაო?

ადამიანები, რომლებიც ზემოთხსენებულ საიტებზე წერენ ჩვენი მომხმარებლის სახელით, ჩვენი მომხმარებლები არ არიან.

ჩვენ  უკმაყოფილი მომხმარებელი არ გვჭირდება. არც გვყავს. პრობლემა იმაშია, რომ ვიღაცეებმა ტყუილის თქმა დაიწყეს, პროვოკაციაზე მიდიან, კითხულობენ ინტერნეტში ამ შეკვეთილ სტატიებს და მეორე დღეს მოგვმართავენ თხოვნით, დავიბრუნოთ წინა დღით შეძენილი პროდუქცია.

ასეთ შემთხვევაში, უნდა ადგეთ და დაიბრუნოთ. არ უნდა ადამიანს, იყოს თქვენი მომხმარებელი და ძალაა?

თუ შეძენიდან მეორე დღესვე მოდიხარ პრეტენზიით (სადაც აშკარაა შენზე გავლენა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტ სტატიებს) და ამბობ, რომ მოგატყუეს ან შეცდი, მარტივად ვეკითხები ყველა ასეთ ადამიანს რაში მოგატყუეს, რა შეგპირდნენ და არ შეასრულეს, ხარისხი? მომსახურეობა?

“თქვენ შეგეტენათ დეშელის პროდუქცია. არ გვაინტერესებს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხიშტი მინუს ორასი სამი ათასი.”

არ შეიძლება საზოგადოება ასე დამოკიდებული იყოს სხვის აქზრზე და არ გააჩნდეთ საკუთარი მოსაზრება. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, ჩვენ შევეცადეთ ,,გვეიძულებინა“ ქალთა გარკვეული კატეგორია გადაედო სხვადასხვა, ყოველდღიური, შესაძლო არასაჭირო ხარჯი საკუთარი თავისთვის და ზედმეტად ხმამაღალიც გამოვიდა ეს დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან, არ გამოვრიცხავ აგრესიაც  განვითარებულიყო, თუმცაღა კომპანია ამ პოლიტიკას გააგრძელებს აუცილებლად და იქნება წარმატებული უმრავლესი ქალბატონის მადლიერებით, კმაყოფილებით, შეცვლილი გარეგნობის თუ ცხოვრების სტილით – უკეთესობისაკენ.

So sweet!

ცუდს ნამდვილად მტერი არ ჰყავს..

ცუდს ნამდვილად მტერი არ ჰყავს..

ცუდს ნამდვილად მტერი არ ჰყავს..

ცუდს ნამდვილად მტერი არ ჰყავს..

:(

აი ახლა, მოვიდა მომხმარებელი, რომელსაც ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვს  და აღმოჩნდა, რომ გაწევრიანებულია იმ ფეისბუქჯგუფში, რომელიც „დეშელის“ წინააღმდეგ მუშაობს. რომ ვკითხეთ მიზეზი, გვითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გამაწევრიანა ამ ჯგუფშიო. თავადაც არ იცოდა ჯგუფის წევრი რომ იყო.

დეშელის მიერ დაზარალებულთა გაერთიანება ფეისბუქზე შეიქმნა იმ მიზნით, რომ Pink.ge-ზე გაუთავებელი კომენტარებით მე თვითონ დავიღალე :) და ადამიანებს მივეცი საშუალება ერთმანეთს დაკავშირებოდნენ. ჯგუფის ლინკი ჩავურთე სტატიაში და იქ მხოლოდ იმათ ვამატებ, ვინც request-ს მიგზავნის. შესაბამისად ამ ადამიანს მშვენივრად ჰქონდა წარმოდგენა სად წევრიანდებოდა.

ეს ჯგუფიც იგივე სტატიების ავტორ, ვინმე ტალახაძის შექმნილია. (დავამატებდი მისი სახელი არასდროს არავისთვის იქნებოდა ცნობილი და დღეიდან დიდ წარმატებას მოვუტანთ, სწორედ ამ ,,პიარისთვის“ გაირჯა იგი.)

memebaby

ეს ადამიანი დასაჭერია. რა უფლებით აწევრიანებს ცვენს მომხმარებლებს ასეთ ჯგუფში?

თავს სულ გამივიდა!!!!11111

პირველ რიგში იურისტებს ვეკითხები, რა არის მომხმარებლის უფლება? მომხმარებლები ხომ ის ხალხია, ვინც პროდუქციას იყენებს, ალოგიკურია დავიცვათ იმ ადამიანთა უფლებები, ვინც ვერ გახდა ჩვენი მომხმარებლები ან გახდა და მეორე დღესვე ფინანსური შეუძლებლობის გამო აპროტესტებს მის მოხმარებას.

აააჰა! ესე იგი აღიარებთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენთან მოდიან, ფინანსურად გაჭირვებულები არიან და არ შეუძლიათ იმ კოლოსალური თანხის გადახდა, რომელსაც თქვენ განვადებით “ტენით” და შემდეგ უარს ამბობთ პროდუქციის დაბრუნებაზე.

ამ საიტს მხოლოდ და მხოლოდ იმის უფლება აქვს ისაუბროს და იკვლიოს პროდუქციის ხარისხი, წარმომავლობა და შედეგიანობა

მოდით, თავად გადავწყვეტთ, გვაქვს თუ არა მომხმარებელების ინტერესების დაცვის უფლება და რაზე ვწეროთ. მადლობა რჩევებისთვის.

აგრეთვე დავამატებ, რომ შევწყვეტ ჩემს ლოიალურ კამპანიას და არცერთ მსგავსი სტატიებიდან მოსულ ხალხს ვერ დავუკმაყოფილებ მოთხოვნას.

სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით :)

 

 

 

3 კომენტარი to this post
  1. მეც ვიყავი ამ კომპანიაში რამდენიმე დღის წინ, ნამდვილად თაღლითების შთაბეჭდილებას ტოვებენ. პირველ რიგში, როცა გირეკავენ, ცოცხალი თავით არ გეუბნებიან რა კომპანიაა, ჩემი აზრით იმიტომ, რომ არ მოიძიო მათზე ინფორმაცია და არ მიხვიდე ფსიქოლოგიურად მომზადებული იმისთვის, რომ გაუძლო მათი მხირად ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როცა გაძალებენ 3000 ლარის პროდუქციის შეძენას. გარდა იმისა, რომ ამხელა ფულის გადახდის საშუალება ბევრს არ აქვს და არც მე, მათ შორის, რომც მქონდეს ამის მატერიალური საშუალება ასე ბრმად, მაინც არ შევიძენდი არაფერს. ესენი პირდაპირ ყელში გიჭერენ და გაძალებენ მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, არ გაცდიან მოიფიქრო, მოიძიო ინფორმაცია, სინჯო კოსმეტიკა, დააკვირდე მოგიხდება თუ არა, მართლაც არის თუ არა ეფექტური და გიღირს თუ არა მისი შეძენა, ტვინს გირეცხავენ, და თითქმის გაიძულეებნ შეიძინო მათი პროდუქცია. თან გატყუებენ, ვითომ მხოლოდ შენ გაგიმართლა იმ დღეს და გახდი მათი ფირმის რჩეული და გთავაზობენ 361 ლარის დაკლებას და “სულ რაღაც” 2999 ლარად 1,5 წლის კოსმეტიკას, ასევე სხვა მომსახურებებს. მაგრამ არავინ გაცლის გაერკვე დეტალებში, კერძოდ რა სერვისი შედის ამ შეთავაზებაში, ან აპარატი, რომელსაც ვითომ გჩუქნიან, რას წარმოადგენს, ჯანმრთელობისთვის ხომ არაა საშიში და ა.შ. ყველაზე ძალიან რამაც გამაკვირვა, მათი გენერალური დირექტორია ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ყოჩაღ მარიამს, მაგარი რქებით გამტანი ტიპი ჩანს. მოკლედ, ყველას მოგიწოდებთ, არ გაებათ მათ მახეში!!!

  2. სახელი “დეშელი” გაუბანძდათ, ისინი ასევე ოპერირებენ სახელებით – Luxury Cosmetics და კიდევ რამდენიმე სახელია, ახლა ვერ ვიხსენებ. ყოვლად უნამუსოები არიან და როგორც მათი სტატიიდან ჩანს: სრულიად ალოგიკურები და უცოდინრები – “ცუდს ნამდვილად მტერი არ ჰყავს…”

    ჩემი აგრესია ამ კომპანიის მიმართ გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩვენს დამლაგებელს, რომელსაც 250 ლარი აქვს დარიცხული ხელფასი, განვადებით შეტენეს 3000 ლარიანი პროდუქცია, როდესაც იგივე ბანკმა, რომელმაც სესხი დაამტკიცა, რამდენიმე კვირით ადრე 200 ლარიან საყოფაცხოვრებო ნივთზე უთხრა უარი. მახსოვს, როგორ შოკში იყო ეს ქალბატონი, ეს როგორ დამემართაო. ვურჩიე როგორც მოქცეულიყო და განვადებაც გაუუქმეს და პროდუქციაც დაიბრუნეს – საბედნიეროდ, მაშინ ჯერ კიდევ მასობრივად არ აწყდებოდა ხალხი უკან დაბრუნების მოთხოვნით, რამდენადაც, ბევრს არ ეგონა, რამეს თუ გახდებოდა. რა წამს ხალხი მიხვდა, რა სისულელე ჩაადენინეს (“ჩვენ შევეცადეთ ,,გვეიძულებინა“ ქალთა გარკვეული კატეგორია”), მიაწყდნენ… მერე, ეტყობა, მინუსზე გადიოდნენ და მიდგომა შეცვალეს.

    სამოქალაქო კოდექსის მიხედვით – ბათილია იძულებით დადებული გარიგება – სტატიაში თავადვე ადასტურებენ, რომ “აიძულეს” ქალბატონები, ხელშკრულება დაედოთ. შესაბამისად, ყველა ქალბატონს, რომელზეც განხორციელდა იძულება – შეუძლია მოითხოვოს როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ისე – ზიანის ანაზღაურებაც, თუ დეშელის და მისთ. პროდუქციამ ზიანი მიაყენა მათს ჯანმრთელობას!

  3. ძვირფასო ქალბატონებო კიდევ ერთი მსხვერპლი ჩემი სახით შემოგემატათ. ვიწყებ ბრძოლას მსგავსი ყაჩაღები არ მინახია. გარდა იმისა რომ მაიძულეს ბანკის კრედიტის აღება, შემდგომში დანიშნულ ვიზიტის დროს ძაღლივით გამომაბუნძულეს კომპანიიდან.ჩემს მიერ დანიშნული 7 საატის მაგივრად თურმე 6 საატისთვის ვყოფილვარ ჩაწერილი

შენ რას იტყვი?