Home მნიშვნელოვანი

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს დასაქორწინებელ, აგრეთვე, შვილის ყოლის მსურველ წყვილთა უფასო ნებაყოფლობით სამედიცინო – გენეტიკურ კონსულტაციას.

ხელოვნური განაყოფიერება მთელს მსოფლიოში უშვილობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა ძვირადღირებული მეთოდია.

ხელოვნური განაყოფიერება

საქართველოს კანონმდებლობით, ნებადართულია ხელოვნური განაყოფიერება, რომელიც ხორციელდება დონორის სპერმის მეშვეობით ან ინვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერებით, როდესაც ქალის კვერცხუჯრედში სპერმა შეჰყავთ ლაბორატორიულ პირობებში და ამის შემდეგ ხდება ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედის გადანერგვა.

განაყოფიერების მეთოდის გამოყენება, ემბრიონის იმპლანტაცია (გადანერგვა) ქალის ორგანიზმში და განაყოფიერებისას დონორის ვინაობა  წარმოადგენს სამედიცინო საიდუმლოებას. ხელოვნური განაყოფიერების განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებას აუცილებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია და ის ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. დადგენილი წესით, კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ (საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. მუხლი 144).

განაყოფიერება შესაძლებელია მოხდეს დონორის სპერმის მეშვეობით. დონორის სპერმით განაყოფიერება ნებადართულია შემდეგ შემთხვევებში: უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისთვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. ბავშვის დაბადების შემთხვევაში, უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი მშობლებად ითვლებიან. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით, განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება დონორს არ აქვს.

ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა.

აკრძალულია სქესის შერჩევის მიზნით ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება.

განაყოფიერება ტარდება მხოლოდ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში და მას ატარებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ექიმი (საქართველოს კანონი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”. მუხლი 141).

სუროგატი დედა

თუ ქალს არ აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანისა და გამოზრდის გზით, ცოლ-ქმრის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. სუროგატობა ნებაყოფლობითი და ვოლუნტარული აქტია, ანუ არ ითვალისწინებს რამე ანაზღაურებას. იფარება მხოლოდ სუროგატი დედის სამედიცინო გამოკვლევები და სამედიცინო ხარჯები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვის დაბადების შემთხვევაში, წყვილი ითვლება მშობლებად. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით, დონორს ან “სუროგატ დედას”, დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება არ აქვს (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი. მუხლი 143).

2 კომენტარი to this post
  1. ori tvis win daviwye lindineti20 is daleva tavdacvis miznit tvis bolos roca dozebi gaizarda soko damemarta da wina tveshi agar damilevia tan bavshvis gachenac mominda regularuli seqsi gvqonda mara ar davorsuldi da mainteresebs es im wamalma gamoiwvia?da mainteresebs ramden xanshi gava organizmidan

შენ რას იტყვი?