Home მნიშვნელოვანი

სწრაფი სესხების მთავარი მიზანია ცხოვრების გამარტივება და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

ამგვარი სესხის აღება პროცედურულად საკმაოდ მარტივია. სესხის პროვაიდერი კომპანიები არც საკრედიტო ისტორიას გიმოწმებენ და არც შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტს გთხოვენ. კრედიტის ასაღებად კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე ავსებთ ონლაინ აპლიკაციას, სადაც თქვენს პირად მონაცემებს უთითებთ. აპლიკაცია განიხილება და დადებითი პასუხის შემთავევაში, თანხა 15 წუთში თქვენს ანგარიშზე აისახება. გაითვალისწინეთ, რომ სესხის პირველად აღების დროს, თქვენი ანგარიშის ნომრის ვერიფიკაციისთვის, კომპანიის საბანკო ანგარიშზე 1 თეთრის გადარიცხვა დაგჭირდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდება თანხა თქვენს ანგარიშზე.

საქართველოში 70–ზე მეტი მიკროსაფინასო ორგანზიაცია და 20–მდე ონლან სესხის გამცემი კომპანია მოქმედებს. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია და სესხის გამცემი კომპანიები ყოველდღიურად ზრდიან გასასესხებელი თანხის ზედა ზღვარს. ზოგ შემთხვევაში თანხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მომხმარებელს მისი გამოყენება საკმაოდ ფართო დანიშნულებით შეუძლია., ეს იქნება ბიზნესის გაფართოვება, კომერციული ფართის ან სახლის რემონტი, ტექნიკის შეძენა, სწავლის საფასურის გადახდა, დასვენება თუ სხვა მრავალი რამ.

არსებობს საიტები, სადაც მოცემულია ინფორმაცია ონლაინ სესხების შესახებ. თუმცა, ვინც ეწვევა ამ ვებსაიტს, მიიღებს ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას თითოეული კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ და ადვილად დაინახავს სხვაობას, რათა გააკეთოს მისთვის საუკეთესო არჩევანი.

sesxebi

თუმცა, მიუხედავად უამრავი დადებითი მხარესა, შესაძლოა ონლაინ სესხი დამატებით თავსატეხად იქცეს, თუ სწორ გათვლებს არ გააკეთებთ.

კარგად დაფიქრდით, საჭიროა თუ არა კონკრეტულ სიტუაციაში ონლაინ სესხის აღება. ნუ გაგიტაცებთ თანხის მარტივად მიღების იდეა და სპონტანურად, გასართობად და არამიზნობრივად ნუ აიღებთ სესხს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გასტუმრებას შეძლებთ.

ერთმანეთს შეადარეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი და ხარჯები და მორჩენილი ნაშთის საფუძველზე გაიაზრეთ, რა თანხის სესხება და, შესაბამისად. გასტუმრება იქნება თქვენთვის მარტივი. ნუ მოიხიბლებით გასასესხებელი თანხის რაოდენობით და ისესხეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნებათ და საბოლოოდ გამართლების მაგივრად დამატებით ხათაბალაში გაყოფთ თავს.

გაითვალისწინეთ რომ, თუ სეხის დაფარვა დაგაგვიანდათ, ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ასევე, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ სესხის გადახდა გადაავადოთ, თუმცა არც ეს დაგიჯდებათ იაფი და, რაც უფრო დიდხანს გადაწევთ გადახდის თარიღს, მით მეტის დამატება მოგიწევთ ზედმეტად.

და ბოლოს, შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ სწრაფი სესხით სარგებლობის გამო, შესაძლოა ბანკთან გაგიფუჭდეთ ურთიერთობა და თქვენ ავტომატურად არასაიმედო კლიენტების სიაში აღმოჩნდებით. , მიუხედავად იმისა, კეთილსინდისიერად გაქვთ დაფარული კრედიტი თუ არა.

შესაბამისად, ეცადეთ ონლაინ სესხით მხოლოდ საჭირო სიტუაციების დროს ისარგებლოთ, სესხიც ეფექტურად გამოიყენოთ და არ გაიფუჭოთ საკრედიტო ისტორია და შესაბამისად, ურთიერთობა ბანკთან.

შენ რას იტყვი?