Home სახლი

day9

ნუ გადააგდებ ისეთ საინტერესო ნივთს, როგორიცაა ბებიის ახალგაზრდობის დროინდელი ჩემოდნები. მათი გამოყენება სათავსოდაც შეიძლება, შემდეგ კი მათი ერთმანეთზე დაწყობით შეგიძლია ორიგინალური ტუმბოც კი შექმნა.

როგორ გავაკეთოთ:

  • თუ იდეა მოგწონს, მაგრამ ჩემოდნები არ გაქვს, შეგიძლია მშრალ ხიდს მიმართო და რამდენიმე ძველი, თუმცა მოხდენილი ჩემოდანი შეიძინო.
  • უბრალოდ დაალაგე ერთმანეთზე და გამოიყენე როგორც ტუმბო ან პატარა მაგიდა.

ექსპერტული რჩევა:

თუ ფულის დახარჯვა არ გენანება, თბილისში პეკინზე და ჭავჭავაძეზე არის მაღაზია (ფილიალებია), სადაც ასეთი ლამაზი ვინტაჟური ჩემოდნები და ყუთები იყიდება. შეგიძლია ამ მაღაზიებს მიკითხო.

შენ რას იტყვი?