day6

ფეხსაცმლის შესანახად ყველანი ვიყენებთ მათსავე ყუთებს, მაგრამ როცა ბევრი ყუთი ერთმანეთზეა შემოწყობილი, შეუძლებელია თითოეულში ჩაჭყეტის გარეშე მივხვდეთ, რომელი წყვილი დევს შიგნით.

როგორ გავაკეთოთ:

გადაუღე ყველა წყვილს ინდივიდუალური ფოტო და დაბეჭდე. შემდეგ ყუთებზე მიაკარი.

თუ ფოტოების დაბეჭდვა გეზარება ან გეძვირება, შეგიძლია უბრალოდ ფერად პრინტერზე ამობეჭდო. ბოლობოლო, შეგიძლია ყუთებს მარკერით უბრალო წარწერებიც გაუკეთო.

ექსპერტული რჩევა:

ის ფეხსაცმელები, რომლებსაც უფრო ხშირად იყენებ, შედარებით ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსე. არასეზონური ფეხსაცმელები კი შეგიძლია ზედა თაროებზე ან ანტრესოლში შეალაგო.