Home სახლი

day15

თუ შენი სამკაულების ყუთი გადავსებულია ყელსაბამებით და ისინი მუდამ ერთმანეთში იხლართება, შეგიძლია კედელზე კორპის დაფა ჩამოკიდო და შენი სამკაულები ზედ მიამაგრო.

როგორ გავაკეთოთ:

  • მოაგროვე – კორპის დაფა (ყველაზე იაფად – 20 ლარად – ჩვენ შეგვხვდა “ფორმატში“), სტეპლერის თოფი და სასურველი ქსოვილი.
  • გამოჭერი ქსოვილი დაფის ზომაზე და თუ საჭიროა, გააუთოვე.
  • გადააკარი ქსოვილი დაფას და სტეპლერით დაამაგრე.
  • ასევე შეგიძლია კიდეებში ბაფთის ჩარჩო შემოაყოლო.

ექსპერტული რჩევა: ძვირიანი კაუჭების ყიდვით თავს ნუ შეიწუხებ, გამჭვირვალე ჭიკარტები მშვენივრად იმუშავებს.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?