თუ გსურს შენი სახლი ისე გამოიყურებოდეს, როგორც ჟურნალის ფურცლებზეა, გასწავლი კედელზე სურათების განთავსების რამდენიმე პროფესიონალურ ტექნიკას.

 

ინტერიერის დიზაინერი – კელერ-დონოვანი გამოირჩევა კედელზე სურათებისა და ნახატების განთავსების განსაკუთრებული ტექნიკით. მისი იდეები და ნამუშევრები ხშირადაა შედარებული ხელოვნების ნიმუშებს. გთავაზობ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებასაც კედლების მორთვისას შეძლებ.

ტახტის თავზე

ტახტის თავზე

მნიშვნელოვანია, რომ შენი დეკორაცია კედელზე არ გამოიყურებოდეს სტატიკურად. ეცადე შესაბამის მაღაზიაში იპოვო მზის ან რამე ორიგნალური ფორმის სარკე და მას წრიულად გარშემოარტყა სურათები, რაც ჯამში ერთ დიდ საერთო აღქმას შექმნის.

ბუხრის თავზე

ბუხრის თავზე

სარკე  გადახარე ბუხრის ცენტრიდან ერთ-ერთი კუთხის მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს რამე სკულპტურა ანაც ყვავილების ლარკანკი განათავსე, რომ არ დაირღვეს ჰარმონია. მათ ზემოთ ერთი ან ორი პატარა სურათი დაკიდე. იგივე გაიმეორე კარების თავსა და/ან შემაღლებულ ადგილებშიც.

დიდ კედელზე

კედელზე

უნდა შეავსო მთელი კედელი. დაგჭირდება 18 ერთნაირი ზომის პრინტი. ეცადე, რომ ყველა სურათი ერთი სერიიდან იყოს – მაგალითად, ბავშვის ოთახში შეგიძლია მისი საყვარელი მულტფილმის გმირები – მინიონები – განათავსო. დეკორაციები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით უნდა იყოს დაშორებული.

ღამის მანათობლის უკან

მანათობლის უკან

შექმენი შენი საყვარელი სასუსნავების სილუეტთა დაჯგუფება. წინასწარ განსაზღვრე ფორმა და განათავსე მანათობლის უკან. სცადე მრგვალი – ფანჯრისებრი სარკის დაკიდება ოთახის მთავარი ნივთის (მაგ. დივანის, ლოგინის…) თავზე.

ჰოლში

ჰოლშიმიჰყევი თემას. ჩინურ მოტივებზე დამზადებული სარკე და ფაიფურის ქილები (თეთრ ფონზე ლურჯი საღებავით მოხატული) დიდი დაშორებებით განათავსე მცირე ზომის ხის თაროებზე ისე, რომ თითოეულ ჭურჭელს მიექცეს ინდივიდუალური ყურადღება, რაც კოლექციას უფრო მნიშვნელოვანსა და განსაკუთრებულს გახდის.

საწოლის თავზე

საძინებლის თავზე
შეიძინე ოთხი ურთიერთდაკავშირებული პრინტი და განათავსე მთელი კედლის სიგრძეზე საძინებელში – საწოლის თავზე.

იმედია, ამ რჩევებს გაითვალისწინებ და ოთახს ახალ იერს შესძენ. შედეგები გაგვიზიარე. წარმატებები.