day2

იმის მაგივრად, რომ მაკიაჟის ფუნჯები კოსმეტიკის ჩანთაში ჩატენო, აჯობებს ყავით სავსე პატარა ქილებში ან ჭიქებში მოათავსო. ასე კოსმეტიკის ჩანთა არეული აღარ იქნება და თან საშუალება მოგეცემა შენი ფუნჯების კოლექცია ყველას დასანახად გამოფინო. 

ყავის მარცვლები კი ოთახში სასიამოვნო სუნს დაატრიალებს და ამას გარდა სუნამოს შერჩევის დროს შეგიძლია ყნოსვის გამწმენდადაც გამოიყენო (ჰო, აბა, თქვენი აზრით რატომ დევს ყველა პარფიუმერიის მაღაზიაში ყავის მარცვლებით სავსე ჭიქა?).

როგორ გავაკეთოთ:

  • ის ფუნჯბი, რომლებსაც აღარ ხმარობ – გადაყარე!!! რომლებსაც იყენებ – გარეცხე და გააშრე.
  • გაავსე მომცრო თუნუქის ან ფაიფურის ქილა/ჭიქა ყავის მარცვლებით და შიგნით ჩაარჭვე მშრალი ფუნჯები.

ექსპერტული რჩევა:

შეგიძლია ფუნჯები თემატურად სხვადასხვა ჭიქებში გაანაწილო. მაგალითად – პუდრის ფუნჯები, აილაინერის ფუნჯები, ტუჩის ხელსაწყოები.