day1

თუ რემონტიდან ასეთი ხის კიბე შემოგრჩა, ნუ გადააგდებ! შეგიძლია ფეხსაცმლის საკიდად გადააკეთო.

შენი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კოლექცია მშვენივრად მოთავსდება ზედ, ადვილი მოსაძებნი იქნება და თან ძალიან ცოტა ადგილსაც დაიკავებს.

როგორ გავაკეთოთ:

  • თუ კიბე არ გაქვს, მაგრამ იდეა იმდნად მოგეწონა, რომ მაინც გინდა სცადო, შეგიძლია მსგავსი კიბე მშრალ ხიდზე ან ელიავაზე შეიძინო.
  • მიაყუდე კიბე კედელთან და თითოეულ საფეხურზე შენი საყვარელი ფეხსაცმელები ჩამოკიდე.

ექსპერტული რჩევა:

შეგიძლია კიბე ლამაზ ფერად შეღებო. ასევე სილამაზისთვის შეგიძლია სამკაულების საკიდადაც გამოიყენო – ეს თან გაალამაზებს.

day1 - shoes