Home სახლი

მოწვეული ავტორი: ბლოგერი ნინიკო

მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია.
გამოგზავნე სტატია Word ფორმატში ელ. ფოსტაზე – editor@pink.ge

თუ შენც ჩემსავით მეოცნებე ხარ და  ფანტაზიებში ხშირად წარმოიდგენ  შენს მომავლის სახლს, ან თუ უკვე გაქვს საკუთარი ჭერი და ჯერ არ გადაგიწყვეტია როგორ მოაწყო ის, ან მოგბეზრდა სახლის (შენი ოთახის) არსებული დიზაინი და მასში რადიკალური ცვლილებების შეტანას გეგმავ, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ეს სტატია.

კლასიკური Loft-ის სტილი

კლასიკური Loft-ის სტილი

დღეს მინდა მოგიყვე ინტერიერის თანამედროვე და ძალიან პოპულარულ სტილზე – „Loft Style”–ზე. ტერმინი „Loft“ თავდაპირველად აღნიშნავდა სხვენისმაგვარ ადგილს, რომელიც უშუალოდ სახურავის ქვეშ, ან შენობის ბოლო სართულზე იყო განთავსებული და გულისხმობდა დიდ ღია სივრცეს, მაღალ ჭერს და ფართო ფანჯრებს.

სტილი ჩამოყალიბდა ამერიკაში, დიდი დეპრესიის დროს, XX ს–ის 20-30 იან წლებში,  როცა მთავრობა უსახლკარო მოსახლეობას საცხოვრებელ ფართებად სთავაზობდა ქარხნების და სხვა სამეწარმეო დანიშნულების შენობებს. შესაბამისად, ამ სტილის მახასიათებელ ელემენტებად იქცა: აგურის კედლები, დაუფარავი გაყვანილობის მილები, შეუნიღბავი გამათბობლები, უაბაჟურო ნათურები, ორიგინალური ჭერი. ინტერიერის დიზაინმა პოპულარობა მოიპოვა თავისი სპეციფიკური სტილის და ღია სივრცის სპეციფიკის გამო.

„Loft Style”–ში გადაწყვეტილი სახლი შესანიშნავი არჩევანია ყველა იმ ადამინისთვის, ვისაც არ მოსწონს საცხოვრებელი სივრცის დაყოფა მძიმე კედლებით პატარ-პატარა პრივატულ სივრცეებად და უპირატესობას დიდ, გაშლილ, ოთახებს ანიჭებს.

დღეს Loft–ი ინტერიერის დიზაინის ერთ–ერთ ყველაზე მოდურ და ტენდენციურ მიმდინარეობად ითვლება. თუ თავიდან მას მხოლოდ ხელოვანი ადამინების რჩეულ ფორმად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით ქალაქური სტილის და კომფორტის გავლენა განიცადა და ჩამოყალიბდა ინტერიერის ისეთ მიმდინარეობად, სადაც წარსული და აწმყო ზედმიწევნით ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე არქიტექტურაში წარმატებით უხამებენ ერთმანეთს ლოფტს და ჩვეულებრივი დიზაინს. ხშირად შეხვდებით სახლებს, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ოთახია გადაწყვეტილი ამ სტილში, ან სულაც, სახლის ერთი სართული მოწობილია ულტრა–თანამედროვე დიზაინით, ხოლო მეორე – უმეტესწილად სხვენები – კი ლოფტის სტილის გავლენით. სივრცის ასეთი დაყოფა და გადანაწილება ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შემქნას, ხაზს უსვამს ინდივიდუალურ, დახვეწილ სტილს, გამორჩეულ გემოვნებას და ფანტაზიის უშრეტი წყარო ხდება.

მართალია ლოფტი დიდ სივრცეს და ფართო ფანჯრებს გულისხმობს, მაგრამ თუ შენს საცხოვრებელ სახლს/ოთახს არ მოეპოვება ეს უპირატესობა, ნუ შეშინდები, თამამად სცადე „Loft Style”–ის ელემენტების გამოყენება, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩები. ლოფტი ყველასთვისაა. მისი შიკი უწვრილეს დეტალებშიც მჟღავნდება, ამიტომ, თუ „modern design”-ის დიდი თაყვანისმცემელი ხარ და ინდუსტრიულ–ურბანული სტილი შენი მიმდინარეობა არაა, შეგიძლია Loft–ის მინიმალისტური ელემენტები გამოიყენო და ამით შესძინო საუცხოო და ცოტათი უფრო ინტიმური გარემო შენს საცხოვრებელს. მაგალითისთვის, ეს დეკორაციებიც გამოგადგება:

ქვემოთ გთავაზობ ამ სტილში გადაწყვეტილ სხვადასხვა დანიშნულების ოთახებს, რომელიც დაგეხმარება სტილის უკეთ გააზრებაში. აირჩიე შენი ფავორიტი! :)

მოწვეული ავტორი: ბლოგერი ნინიკო

მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია.
გამოგზავნე სტატია Word ფორმატში ელ. ფოსტაზე – editor@pink.ge

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?