Home სახლი

day16

თუ შენს აცმაზე ბევრი გასაღები კიდია და ყოველთვის ეძებ საჭირო მათგანს, შეგიძლია ფერების მიხედვით გაარჩიო. საღებავად კი ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი გამოიყენო.

როგორ გავაკეთოთ:

  • აარჩიე 3-4 სხვადასხვა ფერი და მიანიჭე ნიშვნელობა. მაგალითად: მწვანე – სახლის, წითელი – სარდაფის, ლურჯი – გარაჟის და ა.შ..
  • მოხსენი გასაღებები აცმიდან და დაალაგე გაზეთზე ან ქაღალდის პირსახოცზე.
  • თითოეული გასაღების ზედა ნაწილი შესაბამის ფერად შეღებე ან საღებავის მხოლოდ ერთი ზოლი დააყოლე (გასაღების პირს ფორმა რომ არ შეეცვალოს).

ექსპერტული რჩევა:
დააცადე კარგად გაშრობა, თორემ შეიძლება გასაღებები ერთმანეთს შეეწებოს.

შენ რას იტყვი?