Home სახლი

day12

გამოყავი სახლში პატარა “შინასამმართველო” კუთხე გადასახადების ქვითრების, წერილების, შეტყობინებების, ფოსტის და სხვადასხვა მასალის შესანახად. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო ყუთები, კალათები და საოფისე დაფები (ვაითბორდი და პინბორდი).

როგორ გავაკეთოთ:

  • ყველაზე იაფად რაც კი ჩვენ შეგვხვედრია პინბორდები და ვაითბორდები “ფორმატში” იყიდება. თითოეული 20 ლარი ღირს. ვაითბორდს შეგიძლია ფერადი მარკერები და მაგნიტები დაუმატო, რაც კუთხეს გაახალისებს.
  • გამოყავი სპეციალური ფოლდერები ან ფოლდერი-უჯრები ერთი სახის დოკუმენტებისთვის: გადასახადების ქვითრები, საფოსტო შეტყობინებები, გაზეთები ან სხვა.
  • სასურველია აქვე მოაწყო პატარა კომოდი ან თარო გასაღებებისთვის და სხვა ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც სახლიდან გასვლის წინ გჭირდება.
  • თუ შენი სახლისთვის და ყოველდღიურობისთვის მთელი თვის წინასწარ დაგეგმვა უჩვეულო არ არის, შესაძლებელია კალენდარ-ვაითბორდები გამოგადგეს, რომლის დიდი არჩევანიც ამაზონზე გვხვდება.

cakendar white board

ექსპერტული რჩევა:

საუკეთესო ადგილი სამართავი კუთხის მოსაწყობად შემოსასვლელი ან სამზარეულოა. აქვე გაითვალისწინე და ნუ განათავსებ სერიოზულ დოკუმენტებს შემოსასვლელ კართან ახლოს ან ისეთ ხელმისაწვდომ ადგილას სადაც ყველა შემომსვლელის თვალი ხვდება.

სამედიცინო ისტორიების და დანიშნულებების, უძრავი ქონების დოკუმენტების, უნივერსიტეტის დიპლომების, პასპორტების და სხვა მსგავსი ოფიციალური ქაღალდების მოწესრიგების შესახებ ცალკე მომავალში ვისაუბრებთ.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?