NY:FP

საახალწლო მზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნაძვის ხე და სახლის დეკორაციაა, რაც ადვილი საქმე არაა. ნაძვის ხის მორთვა ყველაზე სასიამოვნო რიტუალი უნდა იყოს მთელი სამზადისის პროცესში. როდესაც საქმე ამ თემას ეხება, უსასრულოდ შემიძლია თვალებგაბრწყინებულმა ვისაუბრო. მართალია, ამ სტატიაში ჩემს გაბრწყინებულ თვალებს ვერ ნახავ, მაგრამ რამოდენიმე ტენდენციას ამოიკითხავ, რომელიც დიახ! ნაძვის ხესაც სჭირდება.

1. ხელნაკეთი დეკორაცია

თუ ის შენი ხელითაა გაკეთებული, უფრო მეტ ხიბლს შესძენს შენს ნაძვის ხეს. დარწმუნებული ვარ, უამრავი მაქმანი, ან ძველი წიგნი გექნება შემონახული. სულაც არ არის საჭირო უამრავი თანხა დახარჯო იმაში, რაც უკვე გაქვს, ცოტა კრეატიულობა და ნაძვის ხის ვინტაჟური ხიბლი ნამდვილად შექმნის განწყობას.

NY.1

2. ბუნებასთან სიახლოვე

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ნაძვი, მის ბუნებრივ პირობებში: გირჩები, ჩიტები, ფოთოლცვენისას შემორჩენილი მუხის ფოთლები… ახლა დაბრუნდი და ყველაფერი შენს სახლში განახორციელე.

NY.2

3. სეზონის ხმები

კლასიკურს არასოდეს სჭირდება ტენდენცია: ზარები, ზამთრის კენკრა, თეთრი ფიფქები, წითელი ბურთები, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი, კიდევ რა ასოცირდება წლის ამ დროსთან?

NY.3

4. გაფერადდი

თუ ყოველდღიურ ყოფაში თავს უფლებას არ აძლევ, ოთახი ფერადი დეკორაციით გააფორმო, ახალი წელი ნამდვილად შეიძლება გამონაკლისი იყოს. ლურჯი, წითელი, მწვანე, მეტალისებრი ეფექტით, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ყველა ფერი რასაც კი მოისურვებ.

NY.12

5. ინტერიერთან ჰარმონიაში

არ აქვს მნიშვნელობა, შენი სახლი თანამედროვეა თუ ტრადიციული, გადახედე რა ფერებში გაქვს მოწყობილი და ნაძვის ხეც მის შესაბამისად მორთე.

NY.5

6. ზეციური შთაგონება..

მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ბევრი ნათურა და ცოტაოდენი იისფერი მეტი ინტერესისთვის.

NY.6

7. მხოლოდ ნაძვის ხის მორთვით ნუ შემოიფარგლები

ეცადე დღესასწაული ყველგან იგრძნობოდეს. გააფორმე მაგიდა საახალწლო სანთლებით, თაროები – ხელნაკეთი ნაძვის ხეებით ან ცხოველებით, თუნდაც ტოტებით.

NY.7

8. თექის მოსართავები

მათი გაკეთება შენც ძალან ადვილად შეგიძლია. თუ ამის დრო არ გაქვს, შეგიძლია უახლოეს მაღაზიაში შეიძინო.

NY.8

9. გეომეტრიული სიზუსტე

Pink-ის საახალწლო ნომერში მოდურ ტენდენციებზე დავწერე. ერთ-ერთს გაგანდობ: ეს გეომეტრიული ფიგურებია, რომელმაც არა მარტო სამოსში და აქსესუარებში დაიმკვიდრა ადგილი, საახალწლო დეკორშიც დომინირებს.

NY.9

10. თემატური ახალი წელი

რომელია შენი საყვარელი ფრინველი? ან ცხოველი? შეარჩიე გმირი და შეუქმენი პატარა სამყარო.

NY.10

11. Hot Pink

ამ ტენდენციას როგორ გამოვტოვებდით?! ჭეშმარიტი რომანტიკოსებისთვის.

NY.11

თემა ნამდვილად ამოუწურავია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შენი განწყობა, ღიმილი და მოლოდინი იმისა, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. რაც უნდა გააკეთო და როგორც უნდა მორთო სახლი, იქნება ეს მბზინავი ბურთებით, თუ ფოჩიანი კანფეტებით, მთავარია თავს ბედნიერად გრძნობდე. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

გაგვიზიარე შენი იდეები, მოუთმენლად ველით!