Home სახლი

ადამიანები თითქმის ყველაფერზე ვდაობთ. ერთ–ერთი ასეთი საკითხია, როგორ და სად უნდა შევინახოთ საკვები პროდუქტები. თუმცა, არის გარკვეული კატეგორიის პროდუქტები, რომელთაც მაცივარში არაფერი ესაქმებათ.

შენ წინაშეა 10 ასეთი საკვები:

1. პომიდორი

1. Tomatoes

მაცივარში შენახული პომიდორი კარგავს გემოს, დაბალი ტემპერატურა აჩერებს დამწიფების პროცესს, პომიდორს კი დამწიფება აძლევს გემოს. მაცივარი აღნიშნული საკვების ტექსტურასაც ცვლის. სიცივე ხილის კედლების მემბრანას ანგრევს. შეინახე პომიდორი მაცივრის გარეთ ჯამში ან კალათში.

2. ბაზილიკი

2. Basil

ბაზილიკი მაცივარში უფრო სწრაფად ჭკნება, ამასთან იღებს მის გვერდით მოთავსებული პროდუქტების სუნს. უმჯობესია, თუ ამ მცენარეს ჭიქა წყალში შეინახავ, როგორც ყვავილებს. თუ გსურს დიდხანს გაძლოს, მაშინ ამოავლე წყალში და შედე საყინულეში – გვირჩევს მარტა სტიუარტი.

3. კარტოფილი

3. Potatoes

კარტოფილის მაცივარში მოთავსება იწვევს მის დატკბობას. ამიტომ, თუ არ გსურს ტკბილი კარტოფილის მირთმევა, შეინახე ის ქაღალდის პარკში გრილ (70–80) და ბნელ, მაგრამ არა ცივ ადგილას. ქაღალდი ცელოფნისგან განსხვავებით უკეთ სუნთქავს, რაც შეანელებს ლპობის პროცესს.

4. ხახვი

4. Onions

თუ ხახვს მაცივარში მოათავსებ, ტენიანობის გამო თანდათან რბილი გახდება. შეინახე გრილ, მშრალ ადგილას. თუმცა, ეცადე ხახვი არ მოათავსო კარტოფილის გვერდით, რადგან ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ და უფრო სწრაფად ლპებიან.

5. ნიორი

6. Garlic

თანდათან, მაცივარში შენახული ნიორი ფესვებს იკეთებს და ხდება რეზინასავით რბილი. ნივრის ადგილი გრილ და მშრალ საცავშია.

6. პური

7. Bread

მაცივარი პურს სწრაფად გამოაშრობს, თუ სენდვიჩის დაჭრილ პურს არ ეხება საქმე, რომლის გამოყენებასაც რამდენიმე დღის შემდგომ აპირებ, ამიტომ ოთხი დღის სამყოფი პური შეინახე თავის საცავში, დანარჩენი – საყინულეში. საყინულეში მოთავსებული პური უნდა იყოს კარგად შეფუთული, რათა შეინარჩუნოს ტენიანობა. გამოტანისას, აცადე გალღობა, სანამ მიირთმევ ან ტოსტერში გააცხელებ.

7. ზეითუნის ზეთი

8. Olive Oil

უმჯობესია, ზეითუნის ზეთი გრილ, ბნელ ადგილას შეინახო, მაგრამ არა მაცივარში, სადაც ის უფრო მყარი ხდება და მისი კონსისტენცია კარაქისას ემსგავსება.

8. ყავა

9. Coffee

თუ ყავას მაცივარში დატოვებ, ის დაკარგავს გემოს და სურნელს და მაცივრის სხვა სუნებს აითვისებს. ამიტომ ყავა აუცილებლად გრილ, ბნელ ადგილას უნდა შეინახო, სადაც სურნელს შეინარჩუნებს. თუმცა შეგიძლია დიდი ოდენობის ყავა საყინულეშიც შეინახო.

9. თაფლი

10. Honey

თაფლის მაცივარში შენახვა აუცილებელი არ არის. ის არ გაფუჭდება, თუ დაცული იქნება ჰერმეტულობა. მაცივარში თაფლის მოთავსება იწვევს მის კრისტალიზებას.

8 კომენტარი to this post
  1. მე ვინახავ ყავას მაცივარში იმიტომ რომ უფრო გემრიელია და სუნიც უფრო მომწონს..:)

შენ რას იტყვი?