Don't miss

როგორ დავწეროთ სტატია?

მას შემდეგ რაც Pink.ge-ზე დარეგისტრირდებით და შემოხვალთ სისტემაში, სტატიის დასაწერად შემდეგი ეტაპების გავლაა საჭირო.

პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ კონსოლში რათა გაერკვიოთ რა ხდება.

ნაბიჯი 1

კონსოლში მოხვედრის შემდეგ თქვენ უკვე ძალიან ბევრ რამეს შენიშნავთ, მათ შორის პინკ ქულებს რომლებიც ყოველ აქტივობაზე გენიჭებათ, თქვენი პროფილის დასახვეწ და შესაცვლელ პანელს და რა თქმა უნდა ახალი სტატიისათვის განკუთვნილ მოცემულობას.

ნაბიჯი 2

ახალი სტატია

აჭერთ რა ღილაკს ”ახალი ჩანაწერი” გადადიხართ უკვე სტატიის დასაწერ ველზე.

შეგყავთ სათაური და სტატიის ტექსტი.

ნაბიჯები 3 და 4

სტატიის კატეგორიზება

ამის შემდეგ აუცილებელია სტატიას მივანიჭოთ შესაბამისი კატეგორია და ტაგები, რათა მკითხველსა და საძიებო სისტემებს გავუადვილოთ საქმე. თუ გგონიათ რომ თქვენს მიერ დაწერილი სტატია რამდენიმე კატეგორიაში შეიძლება განთავსდეს, მონიშნეთ ყველა მათგანი. რედაქტორი მას მოგვიანებით ჩაასწორებს.

ყოველ სტატიას უნდა დაურთოთ მინიმუმ 5 ტაგი. აარჩიეთ ისეთი ტაგები რომელიც სტატიასთან რელევანტური და ადეკვატურია. თუ სტატიაში ნახსენები გაქვთ ცნობილი ადამიანი, ტაგებში აუცილებლად ჩაწერეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი ერთად და ქართული ასოებით.

მარჯვენა მენიუში ირჩევთ შესაბამის მოცემულობას:

ნაბიჯი 5

მულტიმედიით გაფორმება

ამის შემდგომ ისევ ვუბრუნდებით სტატიის შესაყვან ველს და მის ზემოთ არსებულ პანელს რომელიც დაგვეხმარება ფოტოს ატვირთვასა და ტექსტის ფორმატირებაში.

ვაჭერთ ფოტოს ჩასმის მენიუს და ვირჩევთ სასურველ ფაილებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ სურათის ატვირთვისას მოქმედებს Pink.ge-ს სტანდარტი და ყველა ფოტო ავტომატურად პატარავდება 560 px სიგანეზე.

ავირჩევთ რა სასურველ ფოტოებს შემდეგ უნდა მოვახდინოთ მათთვის სათაურის მინიჭება და დავუწეროთ განმარტებითი ტექსტი (მკითხველისათვის).

მივუთითოთ სწორება ტექსტში, - აუცილებლად ვასწორებთ შუაში!

ფოტოს ზომად ვიენებთ “სრული ზომა”-ს და ბმულის ველის ქვეშ ვაწკაპუნებთ ღილაკზე “არაფერი”.

ხოლო ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს ”ჩანაწერში ჩასმა”.

Featured Picture

თუ ფოტოს მთავარ ფოტოდ დაყენება გვსურს, ნაწერში ჩასმამდე დააწკაპუნეთ “გამოსახულების ესკიზის სახით გამოყენება”-ს.

თქვენი ატვირთული ფოტოებიდან მინიმუმ ერთი უნდა დააყენოთ მთავარ ფოტოდ.

დასამტკიცებლად გაგზავნა

საბოლოო შედეგი თუ დამაკმაყოფილებლად გამოიყურება და თქვენ არ გინდათ არც ერთი დეტალის (ფოტოს, ტექსტის ან სათაურის) შეცვლა მარჯვენა მენიუში განთავსებულ ღილაკს ”დასამტკიცებლად გაგზავნას” აწვებით და სტატია ხვდება რედაქტორებთან.

ამის შემდგომ თუ სტატია აკმაყოფილებს ყველა სტანდრატს, არის კორექტული და გამართული ის გამოქვეყნდება დაგეგმილი კალენდრის შესაბამისად.

ნებისმიერი შეკითხვით მოგვმართეთ კომენტარებში!