როგორ დავამატოთ სტატიას გამოკითხვა?

გამოკითხვები ერთ-ერთი ყველაზე ინტერაქტიული და მარტივი გზა არის ინფორმაციის შესაგროვებლად.

თუ გსურთ თქვენს სტატიას გამოკითხვა მიამაგროთ, პირველ რიგში იგი უნდა შექმნათ გამოკითხვების საკონტროლო პანელიდან და შემდეგ მიაბათ სტატიას.

ლოგიკურად, ერთხელ შექმნილი გამოკითხვა შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა სტატიას მიაბათ და ამით კიდევ უფრო გაზარდოთ შანსი იმის, რომ მასში ბევრი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.

როგორ შევქმნათ გამოკითხვა?

ახალი გამოკითხვის შექმნა შესაძლებელია ამ ბმულზე დაწკაპუნებით.

თუ გსურთ რომ თქვენს მიერ შექმნილ გამოკითხვას ვადა არასდროს გაუვიდეს და ყოველთვის ღია იყოს, აუცილებლად დატოვეთ მონიშნულად ვარდისფრად შემოხაზული Check-box-ი.

როგორ დავამატოთ გამოკითხვა?

დააკლიკე ვიზუალური ედიტორის ზედა მხარეს მოთავსებულ ფერად ღილაკს.

გამოსულ ფანჯარაში ჩაწერე სასურველი გამოკითხვის ნომერი და დააკლიკე – OK-ს.

ძველი გამოკითხვების ბაზის და მათი ნომრების შეტყობა შესაძლებელია ამ ბმულზე დაწკაპუნებით (მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ბაზის ნახვა).

სტატიის გაფორმება

მას შემდეგ რაც სტატიას მიაბამთ გამოკითხვას:

  1. სათაურში დაამატეთ წარწერა – [გამოკითხვა]
  2. თეგებში დაამატეთ ტერმინი – გამოკითხვები